ასანიძე ინგა

ასანიძე ინგა 27 წლის, ფარმაცევტ-ექთანი, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის სათემოს სოფელ სალიბაურის მკვიდრი.

ინგა იყო ძალიან მოტივირებული. შეძლებისდაგვარად მზად იყო დახმარებოდა გასაჭირში მყოფ თანასოფლელებს და გაეწია მათთვის ყველანაირი დახმარება. ინგამ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა და ლიდერისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები და თვისებები გამოამჟღავნა. ინგა შერჩეული იქნა მოხალისეების I ჯგუფის მეთაურის თანაშემწედ.

ინგა: "განვლილი ტრეინინგებით და მიღებული პირველი დახმარების უნარ-ჩვევებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ვაცნობიერებ ჩემი სოფლისათვის რაოდენ აუცილებელია მოცემული პროგრამის მსგავსი ღონისძიებები და მოხარული ვიქნება თუ კიდევ შევძლებ თქვენთან თანამშრომლობას. დიდ მადლობას ვუხდი ასოციაცია გენეზისს და ორგანიზაცია JOHANNITER – ს".