გიორგი თავდგირიძე

გიორგი თავდგირიძე 19 წლის. სტუდენტი, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ წინსვლის მკვიდრი.

გიორგის მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება არ ქონია, და მოცემული პროექტი მისთვის პირველი იყო. ტრენინგების პერიოდში, გიორგი ყურადღებით და ინტერესით ისმენდა ინსტრუქტორების მიერ გადაცემულ მასალას. პრაქტიკულ სავარჯიშოებშიც ჩართული იყო აქტიურად და ასრულებდა ყველა სავარჯიშოებს. ტრენინგების ბოლოს დასკვნით ტესტირებებისას აჩვენა დადებითი შედეგები.

გიორგი: "მადლობას გიხდით ასეთი პროექტის განხორციელებისათვის და იმ უნარ-ჩვევებისათვის, რომელიც მე მივიღე. ეს ცოდნა და გამოცდილება აუცილებელია ყველა მოქალაქისათვის. ჩემი სურვილია მომავალში თქვენთან თანამშრომლობის და მზად ვარ მსგავს პროექტებში მივიღო მონაწილეობა".