დავითაძე თამილა

დავითაძე თამილა 25 წლის, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ მასაურას მკვიდრი. ეს ის სოფელია სადაც მეწყერმა 5 ადამიანის სიციცოხლე იმსხვრეპლა.

თამილა მოცემულ პროექტამდე გენეზისის სათემო სკოლის პროგრამაშიც მონაწილეობდა, კერძოდ მუშაობდა სილამაზის სალონში სტილისტად.

თამილა პროექტით ძალიან კმაყოფილი დარჩა. პირველი დახმარების უნარ-ჩვევების გარდა მან ბევრი ახალი მეგობარიც შეიძინა.

თამილა: "პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში მონაწილეობის მიღების. დიდი სურვილი მაქვს. ბევრი რამ ვისწავლე, და მიღებული ცოდნა საშუალებას მომცემს დავეხმარო ადამიანებს, თუკი ამის საჭიროება დადგება".