ზვიადი ჩხაიძე 21 წლის, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ სალიბაურის მკვიდრი.
ზვიადი აქტიურად იყო ჩართული ტრეინინგების პროცესში და აქტიურობდა პრაქტიკული მეცადინეობებისა და საველე პირობებში ვარჯიშების დროს. შეასრულა ინსტრუქტორების ყველა დავალება და სავარჯიშო.
ზვიადი: "კმაყოფილი ვარ თქვენ მიერ ორგანიზებული ტრეინინგებით და ტრეინინგების პროცესში მიღებული გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით. აუციელებელია ასეთი უნარ-ჩვევების მიღება ისეთი სოფლების მაცხოვრებლებისათვის, რომლებიც ბუნებრივად აქტიურ ზონებში იმყოფებიან. თუ მომავალში მოცემული პროგრამა გაგრძელდება, სურვილი მაქვს კვლავ მივიღო მონაწილეობა, რათა კიდევ უფრო გავიღრმავო ამჟამად მიღებული ცოდნა და გამოცდილება".