ნაკაშიძე ილია 19 წლის, კურსანტი, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ ორთაბათუმის მკვიდრი.
ილია იყო პროექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და მოხალისეებს შორის ერთადერთი, რომელმაც გენეზისის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ პირველი დახმარების სასწავლო სემინარის მუშაობაში და წარმატებით დაასრულა იგი 2010 წლის 24 ივნისს. გენეზისის მიერ ორაგნიზებულ ტრეინინგებში არა მარტო ასრულებდა მოხალისეებისათვის მიცემულ დავალებებს, არამედ ეხმარებოდა პროგრამის კოორდინატორის ასისტენტს ტრეინინგების ჩატარებაში, კერძოდ სხვადასხვა სცენარების მიხედვით ასრულებდა ბუნებრივი მულიაჟის როლს,
ილია: "კმაყოფილი ვარ ტრეინინგების ორგანიზებით, რადგან კარგად ვაცნობიერებ თითოეული მოქალაქისათვის პირველი დახმარების უნარ-ჩვევების ცოდნის აუცილებლობას. მზად ვარ მსგავს პროექტებში მომავალშიც მივიღო მონაწილეობა".