საითაძე გულნაზი 29 წლის, მასაჟისტი, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს, სოფელ წიქარეულის მკვიდრი.
გულნაზი წარსულში მონაწილეობდა გენეზისის სათემო სკოლის პროგრამაში. ამ პროექტის ფარგლებში მან თავი გამოიჩინა, როგორც ზედმიწევნით მონდომებულმა.
გულნაზი: "კმაყოფილი დავრჩი ტრეინინგებით და პირველი დახმარების უნარ-ჩვევების შესახებ მიღებული ინფორმაციით. ყოველთვის მზად ვარ მსგავს პროექტებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან კარგად ვაცნობიერებ სოფლებისათვის ასეთი პროექტების მნიშვნელობას".