მარინა კიკნაძე 24 წლის, მედდა, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ ორთაბათუმის მკვიდრი.
მარინამ პირველი დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიული ნაწილი და პრაქტიკული დავალებები საკმაოდ კარგად შეასრულა.
მარინა: "ჩემი დიდი სურვილია კვლავ ჩავერთო მსგავს პროექტებში და ღონისძიებებში. გენეზისის და JOHANNITER-ის მიმართ გამოვთქვამ დიდი მადლერებას, რადგან ის უნარ ჩვევები და პრაქტიკა რაც ტრეინინგების დროს შევიძინე აუცილებელია თითოეული მოქალაქისათვის და მით უმეტეს ისეთი სოფლების მოსახლეობისათვის, რომლებიც კატასტროფის ზონაში ცხოვრობენ" .