სირაძე ლევანი 23 წლის, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ მასაურადან.
ლევანი არის იმ სოფლის მკვიდრი, სადაც 2008 წლის 19 სექტემბერს მეწყერის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სოფელს დიდი ზარალი მიადგა. განხორციელებულ სამაშველო საქმიანობაში ლევანიც იყო ჩართული და გვერდში ედგა პროფესიონალ მაშველებსა და მეხანძრეებს.
ლევანი კმაყოფილი დარჩა ჩატარებული ტრეინინგებით და მიღებული ინფორმაციით. იგი დაინიშნა მოხალისეების I ჯგუფის მეთაურად.
ლევანი: “ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტია და მაინტერესებს მომავალში თუ ექნება გაგრძელება მსგავს პროექტებს და ტრეინინგებს. ასეთ შემთხვევაში დიდი სურვილი მაქვს და მზად ვარ მონაწილეობის მისაღებად ”.