მარიამ ჩიხლაძე - 17 წლის, სკოლის მოსწავლე. გორის რაიონის, ტყვიავის ტერიტორიული სათემოს სოფელ ტყვიავის მკვიდრი.
მარიამი ძალიან ბეჯითი ახალგაზრდაა. მან კარგად აითვისა პირველი დახმარების და სამაშველო სატრეინინგო კურსები. მას უყვარს კითხვა და სწავლა. მარიამი ძალიან აქტიური მოხალისე პარამედიკია. სამაშველო პრაქტიკულ ტრეინინგებშიც აქტიურად მიიღო მონაწილეობა და თითქმის ყველა დავალება შეასრულა.