ციცინო მინდიაშვილი - 39 წლის, პროფესიით პედაგოგი. გორის რაიონის, ნიქოზის ტერიტორიული სათემოს სოფელ ნიქოზის მკვიდრი.
ციცინო სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგია, მან პარალელურად წარმატებით გაიარა პირველი დახმარებისა და სამაშველო მომზადების კურსები და მიენიჭა მოხალისე პარამედიკის სტატუსი. ციცინოს თავიდანვე დიდი სურვილი ჰქონდა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობისა და მისი თქმით, მიღებულ ცოდნას გამოიყენებს ყველგან საჭიროების მიხედვით.