შმაგი გაბროშვილი - 20 წლის, სტუდენტი. გორის რაიონის, შინდისის ტერიტორიული სათემოს სოფელ ფხვენისის მკვიდრი.
შმაგი შიდა ქართლის ერთ-ერთი აქტიური მოხალისეა. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობამდე სტაჟირება გაიარა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. შმაგიმ თავი გამოჩინა როგორც სამაშველო ,ასევე პირველი დახმარების ტრეინინგებში და გახდა მოხალისე მაშველ პარამედიკი. ის მოტივირებულია დაეხმაროს დაზარალებულებს ომის ან სხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს.