ამირან ფაღავა 20 წლის, სპორტსმენი, ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ ზედა აგარას მკვიდრი.
ამირანი გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით. მან წარმატებით აითვისა პირველადი დახმარების პრაქტიკული ნაწილი.
ამირანი: "ტრეინინგების ორგანიზებით და მიღებული უნარ-ჩვევებით კმაყოფილი დავრჩი. სურვილი მაქვს, თუ ეს შესაძლებელი იქნება, მომავალშიც ვითანამშრომლო “გენეზისთან” და მონაწილეობა მივიღო მსგავს პროექტებში".