ბესიკ ფაღავა 25 წლის, უმაღლესი განათლებით. ხელვაჩაურის რაიონის, ორთაბათუმის ტერიტორიული სათემოს სოფელ ყოროლისთავის მკვიდრი.
ბესიკი ტრეინინგების პროცესში იყო ყურადღებიანი, ინტერესით ეკიდებოდა ტრეინინგების პრაქტიკულ ნაწილს და დიდი მონდომებით ასრულებდა საველე ევაკუაციის სავარჯიშოებს.
ბესიკი: "სატრეინინგო მასალებისა და საერთოდ პროექტის მიმართ დიდ კმაყოფილებას გამოვხატავ. სოფლის მოსახლეობისათვის მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მზად ვარ მსგავსი პროექტების ფარგლებში, თუ კი ეს შესაძლებელი იქნება ვითანამშრომლო "გენეზისთან"".