შინ ზრუნვა
შინ ზრუნვის განვითარება და სოციალური მხარდაჭერა ორთაბათუმის თემის უმწეო წევრებისათვის 10.2011-12.2012 (დაფინანასებული Bread for the World მიერ).
ასოციაცია "გენეზისი", როგორც შინმოვლის კოალიციის პარტნიორი ორგანიზაცია, აჭარაში ახორციელებს შინმოვლის პროექტს. ამჟამად პროექტის ფარგლებში სერვისი მიეწოდება 20 ბენეფიციარს, რომლებიც ხანდაზმულობის, ინვალიდობის თუ სხვადასხვა დაავადების გამო სხვაზე დამოკიდებულნი არიან გარკვეული დროის განმავლობაში ან მთელი ცხოვრების მანძილზე.
პროექტის საბოლოო მიზანია ორთაბათუმის პოპულაციის იმ ნაწილის (უნარშეზღუდულები, მოხუცები, სოციალურად გარიყული ოჯახები) ცხოვრების ხარისხის და ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესება, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო სახელმწიფო თუ გენეზისის პჯც-ს სერვისებს ვერ იღებს. (ძირითადი მიზეზებია უნარშეზღუდულობა ან/და გადახდის უუნარობა).
"გენეზისი" მათ უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებით ბინაზე, შინ ზრუნვის ექთნების მიერ, რომლებმაც წინასწარ გაიარეს ტრენინგი. შინმოვლის სერვისის პაკეტი მოიცავს: ბაზისურ ზრუნვას, საექთნო ზრუნვას, ექიმის კონსულტაციას, სამედიცინო მასალების და მედიკამენტების მიწოდებას, პაციენტების და მათი ოჯახის წევრების ტრენირებას მცირე სარეაბილიტაციო უნარების შეძენაში, სოციალურ/კომუნალურ მხარდაჭერას. პროექტი ხორციელდება აჭარის მაღალმთიან რეგიონში და მისი მიზანია შინზრუნვის ღირებულების განსაზღვრა და ამ სერვისების ლობირება სახელმწიფო ფონდებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისა და ადგილობრივი მთავრობისათვის.