Logo The GENESIS Association English version

 

ასოციაცია "გენეზისი", არამომგებიანი და არაპოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 1995 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. იხილეთ ვრცლად


ეკონომიური დამოუკიდებლობის და სოციალური ჩართულობის გაუმჯობესება ინსტიტუციონალური ზრუნვიდან გამოსული მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის
პროექტის მთავარი მიზანია ზრუნვიდან გამოსული მოზარდებისა და ახლგაზრდების დასაქმების, ფინანსური დამოუკიდებლობის და მათი საზოგადოებაში ეკონომიურ-სოციალური ჩართულობის გაუმჯობესება.

BLS ტრენინგი
2012 წლის ივლისიდან ასოციაცია "გენეზისში" დაიწყო გულის გადაუდებელი დახმარების (ECC) ტრენინგებში მსოფლიო ლიდერის, ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მიერ სერტიფიცირებული პროგრამის BLS (Basic Life Support - სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის) სწავლება.

პირველადი ჯანდაცვის ცენტრი
ასოციაცია "გენეზისის" მიერ ხელვაჩაურის რაიონში 2001 წელს აეწყო და დღემდე ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც ემსახურება ორთაბათუმის სათემოს 9 სოფლის 10 500-მდე მცხოვრებს.

რეაბილიტაციის პროექტი
უცხოელი დონორების დაფინანსებით აეწყო და მუშაობს "გენეზისის" ორთაბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრი.
სამედიცინო პერსონალის პრაქტიკული მომზადების მიზნით, ასოციაცია "გენეზისში" პერიოდულად ჩამოდის შვეიცარელი პროფესორი, რეაბილიტოლოგი ბრიგიტა იანი, რომელიც აგრეთვე უფასო კონსულტაციებს უტარებს განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს.
მაღალკვალიფიციური პერსონალის საშუალებით სარეაბილიტაციო სერვისი მიეწოდება სხვადასხვა სახის პარეზით, ინსულტის შემდგომი, თავის ტვინისა და ხერხემლის ოპერაციის ან ტრავმის შემდგომი მდგომარეობებით, ცერებრული დამბლით და სხვადასხვა ორთოპედიული პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტებს.

სოფლის თემების კატასტროფებისათვის მზადყოფნის და გადაუდებელი რეაგირების პროგრამა
გამომდინარე კატასტროფების მაღალი რისკებისა გენეზისი ახორციელებს პროექტს საქართველოს სამ რეგიონში: აჭარა (მეწყერების სიხშირე), შიდა ქართლი (შეიარაღებული კონფლიქტები), კახეთი (გახშირებული წყალდიდობები), რათა დაეხმაროს სოფლის მოსახლეობას დროულად და ადგილზევე მოახდინონ კატასტროფების შედეგების შესუსტება და ლიკვიდაცია, ადგილობრივი მოხალისეების დახმარებით, რომლებსაც ჩაუტარდებათ უფასო ტრეინინგები და აღიჭურვებიან სათანადო ხელსაწყოებით

შინ ზრუნვა
ასოციაცია "გენეზისი", როგორც შინმოვლის კოალიციის პარტნიორი ორგანიზაცია, აჭარაში ახორციელებს შინ ზრუნვის პროექტს. ამჟამად პროექტის ფარგლებში სერვისი მიეწოდება 20 ბენეფიციარს, რომლებიც ხანდაზმულოპბის, ინვალიდობის თუ სხვადასხვა დაავადების გამო სხვაზე დაავადებულნი არიან გარკვეული დროის განმავლობაში ან მთელი ცხოვრების მანძილზე.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ასოციაცია "გენეზისში" ჩატარდება შემდეგი ტრეინინგები:

ივლისი, 2014
"კომუნიკაცია"
"გუნდი და ლიდერი"
"ადამიანის უფლებები"
"სახელვწიფო სტრუქტურები"

აგვისტო
"კომპიუტერული უნარ-ჩვევები"
"ოფისის ტექნიკა და მცირე დამხმარე აქსესუარების გამოყენება"
"მათემატიკა"

სექტემბერი, 2014
"ჯანსაღი ცხოვრების წესი"

29-31 იანვარი, 2014
"საკუთარი ფინანსების მართვა"

 

Copyright © 2001-2012 ასოციაცია "გენეზისი"