ა ლ ე რ გ ი ა |
ალერგია მეოცე საუკუნის დაავადებაა. ბოლო დროს ალერგიული დაავადებების სიხშირე მკვეთრად მატულობს. მოვიშველიებთ სტატისტიკას:
სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობაში ალერგიის გავრცელების სარწმუნო სტატისტიკა არ არსებობს. ადამიანის ორგანიზმს მასში შეჭრილი "საშიში" აგენტებისაგან, ანუ ანტიგენებისაგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები, უცხო ცილოვანი ნივთიერებები, იმუნური სისტემა იცავს. იმუნურ სისტემას აქვს მეხსიერება. ორგანიზმში პირველად შეჭრილი ანტიგენი გადის “რეგისტრაციას" იმუნურ სისტემაში და მის მიმართ იქმნება სპეციფიური ნივთიერებები, ანუ ანტისხეულები. ანტიგენის განმეორებითი შეჭრისას ადამიანის ორგანიზმში მას ხვდება გამზადებული იმუნური პასუხი. ნორმალურ იმუნურ პასუხს იმუნიტეტი ეწოდება. ალერგია არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული იმუნური პასუხი ჩვეულებრივ უსაფრთხო ნივთიერებებზე. ამ დროს იმუნური სისტემა შეცდომით, ზოგადად უვნებელ ნივთიერებას აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს და მის წინააღმდეგ თავის საბრძოლო არსენალს მიმართავს. ამ ბრძოლის მთავარი იარაღია “სწრაფი რეაგირების ანტისხეული" - იმუნოგლობულინი E(IgE). ალერგიული რეაქციის გამომწვევ ანტიგენებს ალერგენები ეწოდება. ალერგენის ორგანიზმში “რეგისტრაციის" შედეგად ხდება მის მიმართ მგრძნობელობის გაჩენა, ანუ სენსიბილიზაცია. განმეორებითი შეჭრა კი უკვე ალერგიულ (ჭარბ, გადამეტებულ) რეაქციას იწვევს: IgE ააქტიურებს გარკვეულ უჯრედებს, რომლებიც გამოყოფენ ბიოაქტიურ ნივთიერებებს (ჰისტამინი, სეროტონინი და სხვა), ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილზე მათი მოქმედების შედეგია ალერგიის სიმპტომები. რატომ არიან ერთნი ალერგიულნი, ხოლო მეორენი – არა? ალერგიის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს მემკვიდრეობა, ანუ ალერგიის მიმართ მემკვიდრული განწყობა ასრულებს, თუმცა ალერგია შეიძლება “მოწმენდილ ცაზეც" გაჩნდეს. ალერგიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი ალერგიითაა დაავადებული. თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის ალბათობა დაახლოებით 30 %-ია, ხოლო თუ ორივე ალერგიულია, დაავადების ალბათობა 50%-ს აღწევს. ალერგიული რეაქციები მრავალფეროვანია, დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე, შეჭრილი ნივთიერების - ალერგენის ბუნებაზე, გარემოზე, ფონური ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, რომლებიც ცვლიან ორგანიზმის საწყის იმუნურ სტატუსს და სხვა ფაქტორებზე. რა ნიშნები აქვს ალერგიას? ალერგიულ რეაქციას მრავალფეროვანი სიმპტომები აქვს. მათგან ყველაზე ხშირია:
განვითარების სისწრაფის მიხედვით არსებობს: 1. ანაფილაქსია, ანუ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, ვითარდება ანტიგენის შეჭრიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ე.წ. ანაფილაქსიური შოკი -სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა: არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გონების კარგვა, ასთმური შეტევა და სხვა. ანაფილაქსიური შოკი უხშირესად მედიკამენტებზე და მწერების ნაკბენზე ვითარდება. ფრთხილად იყავით, დაიმახსოვრეთ და ჩაინიშნეთ ყველა უჩვეულო რეაქცია მედიკამენტების მიმართ და აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. თუ აღნიშნული რეაქცია შეფასებული იქნა, როგორც “ალერგიული ტიპის რეაქცია", კატეგორიულად ერიდეთ ასეთი მედიკამენტის განმეორებით მიღებას. 2. დაყოვნებული ტიპის რეაქცია: შეიძლება განვითარდეს ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგაც. მისი ერთ-ერთი სახეა შრატისმიერი დაავადება, რაც ვითარდება ორგანიზმში უცხო ცილოვანი ნივთიერების (სისხლის და მისი კომპონენტების გადასხმა, აცრები, შრატების (ანატოქსინების) შეყვანა), შეყვანისას. ხშირად ახლავს სხვა არასპეციფიური სიმპტომებიც: ცხელება, პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სახსრების ტკივილი და სხვა. არსებობს დაყოვნებული წამლისმიერი რეაქციაც. მიზეზი უხშირესად ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი მედიკამენტებია, გამოიხატება კანზე გამონაყარით, ტემპერატურის ზომიერი მატებით და ა. შ. ასეთი რეაქცია, ზოგჯერ, შეიძლება შეცდომით, ინფექციური დაავადების გამოვლინებადაც კი იქნას მიჩნეული. ალერგენები ალერგიის გამომწვევების შესახებ ინფორმაცია სასარგებლოა, რადგან ალერგიისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ალერგენთან კონტაქტის შეზღუდვა, ან თავიდან აცილება. ალერგენებია:
ალერგენები არიან ყველგან: საცხოვრებელ სახლებში, სამუშაო ადგილზე, ქუჩაში, ბუნებაში (ტყეში, ველზე, ბაღში და ა.შ.) დადგენილია, რომ ალერგიული ადამიანების ნახევარზე მეტის ალერგიული შეტევების მიზეზი მისივე ბინაში ჩასახლებული ალერგენებია. ალერგია ოთახის მტვერზე, უფრო სწორად, ოთახის მტვრის ტკიპაზე: ეს მიკროსკოპული არსება ცხოვრობს ოთახის მტვერში: ხაოიან რბილ გადასაფარებლებში, ქვეშაგებში, ხალიჩებში, წიგნების მტვერში. იკვებება ადამიანის კანის ანაქერცლით და კარგად მრავლდება ქვეშაგებში, სხეულის ტემპერატურაზე. ხვდება რა სასუნთქი სისტემის, თვალის, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, იწვევს რესპირატორულ ალერგიას: სურდოს, ცრემლდენას, ცემინებას, ხველას და ხანდახან ასთმურ შეტევებსაც კი. ტკიპას გარდა, ოთახის მტვერში სხვა ალერგენებიც მრავლადაა: შინაური ცხოველების ქერტლი, ქსოვილების ბოჭკოები, ბაქტერიები, ობის სპორები, საკვების ნარჩენები. ალერგიის გამომწვევი შეიძლება იყოს ტარაკანაც. როგორ ავარიდოთ ამას თავი: ხშირად გაანიავეთ საწოლი ოთახი, ოთახის ჰაერი მშრალი და გრილი უნდა იყოს. კვირაში ერთხელ მაინც გაანიავეთ, გაბერტყეთ ან მტვერსასრუტით გაწმინდეთ ქვეშაგები: საბნები, ლეიბები და ბალიშები . რაც შეიძლება ხშირად გამოცვალეთ თეთრეული, რეგულარულად რეცხეთ საბნები, გადასაფარებლები, და საწოლი ოთახის ფარდები. ეცადეთ, რომ საწოლი ოთახი შეძლებისდაგვარად გაათავისუფლოთ ხალიჩების, რბილი ხაოიანი გადასაფარებლებისა, ფარდებისა და წიგნებისაგან, რადგან უნდა გქონდეთ ოთახის სველი წესით კარგად დალაგების საშუალება. რბილი იატაკი, ავეჯი, წიგნები, ხაოიანი გადასაფარებლები, ხალიჩები და ფარდები გაწმინდეთ მტვერსასრუტით. ოთახის მტვრის ტკიპები სიცივეში იღუპებიან, ამიტომ კარგია ზემოაღნიშნული ნივთების ზამთარში, ყინვაში გარეთ განიავება. თუ გაქვთ შესაძლებლობა, იხმარეთ ანტიალერგიული ლოგინი: დაკრონის, პოლიესტერის, ან პოროლონის. ალერგია ცხოველებზე
ასეთი ალერგიის უმთავრესი მიზეზი შინაური ცხოველებია, უფრო სწორედ, მათ ბეწვში ჩაბუდებული უამრავი ალერგენი: ქერტლი, ნერწყვი, ცხიმოვანი ჯირკვლების გამონაყოფი, შარდის და განავლის ნაწილაკები. ეს ყველაფერი ცილოვანი ბუნებისაა. საკმაოდ "მძლავრი" ალერგენები აქვს აგრეთვე მღრღნელებს: ზღვის გოჭებს, ზაზუნებს და ვირთხებს. ალერგენის წყარო, მაგალითად, მათი შარდია. ალერგია ცხოველებზე შეიძლება მათთან კონტაქტიდან 2 და მეტი წლის შემდეგ ჩამოყალიბდეს და მათი მოშორებიდან 6 თვის განმავლობაში დარჩეს. ხალიჩები და ავეჯი მათი ალერგენების კარგი რეზერვუარია. ცხოველებისადმი ალერგია ვლინდება რესპირატორული ალერგიის სახით: ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება, მძიმე შემთხვევებში - ასთმური შეტევაც კი. ცხოველებზე დადასტურებული ალერგიის თავიდან ასაცილებლად:
თუ ვერ ელევით "უტყვ" მეგობრებს, ეცადეთ იყოლიოთ საწოლი და სამუშაო ოთახისაგან მოშორებით, უკეთესია - ეზოში. ერიდეთ ზოოპარკში, ცხოველების მაღაზიებში და გამოფენაზე სიარულს, სასურველია, იშვიათად ესტუმროთ იმ ოჯახებს, სადაც ცხოველები ჰყავთ. ალერგია მწერების ნაკბენის მიმართ
მწერები, რომელთა ნაკბენიც იწვევს ალერგიას, მიეკუთვნებიან სიფრიფანაფრთიანების რიგს. ასეთები არიან: ფუტკრები და კრაზანები. ადგილობრივად მცირე შესივება და ქავილი, რაც კბენიდან მალევე გადის, არ არის ალერგიული რეაქცია. მწერის ნაკბენისაგან გამოწვეული ალერგიის ნიშნებია:
ფუტკრის, ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულები უნდა იყვნენ ფრთხილად:
გახსოვდეთ: ფუტკრები ბუნებით აგრესიული არ არიან, ამიტომ, თუ მათ ბუდეს გაუფრთხილებლად არ მიუახლოვდებით და “მათ ცხოვრებაში უხეშად არ ჩაერევით", არას გერჩიან. კრაზანები კი უფრო აგრესიულნი არიან, მათ ყოველთვის უნდა ერიდოთ. პოლინოზი, ანუ ალერგია, მცენარეების მტვერზე.
ყოველ გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული მტვერი, რომელიც უმცირესი ნაწილაკებისაგან შედგება, მიჰყვება ქარს, ან გადააქვთ ფრინველებს. ეს მტვერი “გვიძვრება" ცხვირში, თვალებში, პირში და საკმაოდ ბევრ ადამიანში იწვევს ალერგიას მცენარეების მტვერზე - ანუ ე.წ. პოლინოზს, რაც სურდოთი, ცემინებით, თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით - ალერგიული კონიუნქტივიტით გამოიხატება. ამ მოვლენებს ხალხში “თივის ცხელებას" ეძახიან. (საქართველოში უფრო თიბვის პერიოდს - ივნის-აგვისტოს უკავშირდება). მცენარის მტვერი ცილოვანი ბუნების უმცირესი ნაწილაკებისაგან შედგება. ეს მის ალერგენულ თვისებებს განაპირობებს. პოლინოზს ყველაზე ხშირად იწვევს მარცვლოვნები, ხეები, სარეველა ბალახები, საქართველოში გავრცელებული ალერგიის გამომწვევი მცენარეები:
ხეები მტვერს წარმოქმნიან იანვრიდან მაისამდე, მარცვლოვნები - მაისიდან ივლისამდე, ხოლო სარეველები - ივლისიდან ოქტომბრამდე. შესაბამისად, ამ პერიოდში პოლინოზით ავადობის სამი პიკი აღინიშნება. ალერგიულებს პოლინოზის გამწვავება მაშინ ეწყებათ, როცა ჰაერში მტვრის კონცენტრაცია გარკვეულ დონეს აღწევს (იხილეთ კალენდარი). პოლინოზის გამომწვევ ალერგენად შეიძლება თაფლიც მოგვევლინოს, რადგან ის ხშირად ყვავილის მტვრის ნაწილაკებს შეიცავს. პოლინოზის სიმპტომებია (ნიშნებია):
პოლინოზი უფრო ახალგაზრდული დაავადებაა და უხშირესად 8-20 წლის ასაკში ვითარდება, მაგრამ შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. პოლინოზის გამწვავებას ხელს უწყობს ამინდი: ცხელ და ქარიან ამინდში ალერგიული სიმპტომები მატულობს, წვიმა კი ჰაერიდან მტვრის ნაწილაკებს ჩამორეცხავს და “თივის ცხელებაც“ “მშვიდდება". როგორ დავიცვათ თავი პოლინოზისაგან? პოლინოზთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ყვავილის მტვერთან კონტაქტის თავიდან აცილება, ამიტომ კარგად უნდა იცოდეთ ამა თუ იმ მცენარის ყვავილობის კალენდარი იმ რეგიონში, სადაც ვცხოვრობთ (იხილეთ კალენდარი).
მცენარეთა ყვავილობის კალენდარი ქ. თბილისის მიდამოებისათვის
ამ პერიოდში, შეძლებისდაგვარად, თავი აარიდეთ გარეთ სიარულს, მუშაობას. თუ ბაღში, ან ველზე მუშაობა მაინც გიწევთ, უნდა იხმაროთ სპეციალური ფილტრიანი ნიღბები. ბინაში დაბრუნებისას სხეულის ღია ნაწილებიდან სასწრაფოდ ჩამოიბანეთ მტვერი.
ალერგია ობის მიმართ
ობი ალერგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო გამომწვევია, ხშირად ვლინდება სეზონური, ან არასეზონური რინიტის სახით. თუმცა ეს “სეზონი" ჩვეულებრივ გრძელია, ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. პიკი - ივლისიდან გვიან ზაფხულამდეა. ობი სიცოცხლის უნარიანობას ხანდახან ცივ ყინვიან პერიოდშიც ინარჩუნებს. საცხოვრებელ ბინებში ჩაბუდებულმა ობმა შეიძლება გამოიწვიოს სურდო, რომელიც მთელი წელი გრძელდება. არსებობს ათასობით სახეობის ობი და საფუარი. ყველა მათგანი სოკოსმიერი წარმოშობისაა. ალერგენებს, ძირითადად, მათი სპორები წარმოადგენს. ისინი შესუნთქვის შედეგად აღიზიანებს ცხვირის, ცხვირ-ხახის და ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანს. იწვევს სურდოს, ცემინებას, ხშირად ქვემო სასუნთქ გზებამდეც აღწევს და იწვევს ბრონქების რეაქტიულობის მატებას და ასთმურ სიმპტომებსაც კი. ობის საყვარელი გარემოა ნესტი და სითბო. ამიტომ მას ბინა უმეტესად სააბაზანოში, საკუჭნაოებში, სურსათის კარადაში, ხალიჩებში, ავეჯში და მაცივარშიც კი უდევს. ობზე ალერგიის თავიდან ასაცილებლად: 1. ვებრძოლოთ ობს:
2. მოერიდეთ პროდუქტებს და მედიკამენტებს, რომლებიც ვარგის მდგომარეობაშიც შეიცავენ სოკოებს: ზოგიერთი სახეობის ყველი, საფუარიანი პროდუქტები, ლუდი, პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკები. დადგენილია, რომ არსებობს გარკვეული კავშირი საყოფაცხოვრებო სოკოს - ობის ალერგიასა და პენიცილინის მიმართ ალერგიას შორის ქრონიკული სოკოვანი ინფექციები: ტერფის, კანის, პირის ღრუს, ვაგინალური, - იწვევს ორგანიზმის მეორად ალერგიულობას და შეიძლება განვითარდეს ეგრეთ წოდებული ჯვარედინი ალერგია სხვა სოკოების და ობის მიმართ. გახსოვდეთ ეს და მიაწოდეთ სწორი და სრული ინფორმაცია ექიმს. ალერგია საკვების მიმართ, ანუ საკვებისმიერი ალერგია საკვებისმიერი ალერგია არის ზემგრძნობელობა რიგი საკვები ნივთიერებების (სუბსტანციების) მიმართ, რომლებიც არაალერგიული ადამიანებისათვის ძირითადად უსაფრთხოა. საკვებს, რომელიც ამა თუ იმ ალერგიულ რეაქციას იწვევს, ჰქვია კვებითი ალერგენი. კვებითი ალერგენები ძირითადად ცილოვანი პროდუქტებია:
ძნელი დასადგენია, რატომ და როდის ხდება ადამიანი ალერგიული ამა თუ იმ საკვების მიმართ, მაგრამ, შესაძლებელია და აუცილებელიც, გავარკვიოთ, რომელი პროდუქტი იწვევს ამა თუ იმ ალერგიულ რეაქციას. ამიტომ: იყავით დაკვირვებული, მიაქციეთ ყურადღება რომელ პროდუქტზე გაქვთ ესა თუ ის რეაქცია და აცნობეთ თქვენს ექიმს. საკვებისმიერი ალერგია თუ გარკვეული სახის საკვების აუტანლობა? რაციონალური მკურნალობისათვის აუცილებელია გავარჩიოთ ეს ორი მცნება ერთმანეთისაგან: 1. საკვების აუტანლობა არის ამა თუ იმ საკვები პროდუქტის ან მისი შემადგენელი კომპონენტის მოუნელებლობა. ამ პროცესში შეცვლილი იმუნური მექანიზმი არ მონაწილეობს. მაგალითად: საკვების აუტანლობა შეიძლება ალერგიის მაგვარი სიმპტომებითაც გამოვლინდეს, ამიტომ სიტუაციაში გასარკვევად კვლავ ექიმი დაიხმარეთ. 2. საკვებისმიერი ალერგიის სიმპტომები:
საერთოდ ალერგიული გამოვლინებები მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია, თუმცა, უხშირესად, შემდეგი სიმპტომები გვხვდება:
ვის შეიძლება განუვითარდეს საკვებისმიერი ალერგია? მაგალითად: 6-7 მილიონ ამერიკელს აქვს საკვებისმიერი ალერგია; ბავშვების 3 – 8 %-ს აქვს ზემგრძნობელობა ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ, თუმცა აქედან 2%-ში 10 წლის ასკამდე თვითგანკურნება ხდება. არახისის, თხილის, კაკლის, თევზის მიმართ ალერგია კი, როგორც წესი, მთელი ცხოვრება რჩება. საკვებისმიერი ალერგია შეიძლება ასთმის გამომწვევადაც მოგვევლინოს. დიაგნოსტირებული ასთმის მქონე ბავშვებს აქვთ საკვებისმიერი ანაფილაქსიის დიდი რისკი. მკურნალობა: საკვებისმიერი ალერგიის განკურნება შეუძლებელია, თუმცა შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ, ან მინიმუმამდე დაიყვანოთ ალერგიული რეაქციების ალბათობა. ალერგიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ალერგენთან კონტაქტის თავიდან აცილება. ზოგიერთი ადამიანისათვის კვებით ალერგენთან მხოლოდ შეხებაც კი მძაფრ ალერგიულ რეაქციას იწვევს, ამიტომ:
მოგზაურობისას, სადაც არ უნდა იყოთ, ეცადეთ თქვენთვის საკვები ინდივიდუალურად მოამზადებინოთ. ნუ ეცდებით ახალი, თქვენთვის უცნობი და ეგზოტიკური საკვების გასინჯვას. თუ შეძლებთ, პერიოდულად მოაწყვეთ განტვირთვის დღეები: წყლით, ბრინჯით, ხილით, ბოსტნეულით და ა.შ.. მიიღეთ საკმაო რაოდენობით სითხე – დღეში 2 ლიტრი მაინც, უმჯობესია წყალი (თუ ამაში ჯანმრთელობის საერთო ფონი არ გიშლით ხელს: გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების ქრონიკული დაავადებები და სხვა). ეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ფიზიკური ფორმა: ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და სხვა. 1. სასწრაფოდ გადასვლა მკაცრ დიეტურ კვებაზე, რომელიც დღიური რაციონიდან გამორიცხავს ყველა შესაძლო ალერგიულ საკვებ პროდუქტს (რეკომენდირებულია ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა: ბრინჯი, მაწონი, ვაშლი, მჭლე ძროხის ხორცი და ა.შ.) ასეთი კვება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღის, ხანდახან რამდენიმე კვირის განმავლობაშიც, ალერგიის ნიშნების გაქრობამდე, რის შემდეგაც, ნელ-ნელა ფართოვდება მისაღები საკვების ნაირსახეობა, რაც, უმჯობესია, გაკეთდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 2.ანტიალერგიული და ანტიასთმური პრეპარატების გამოყენება (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით): ანტიჰისტამინური (მაგალითად, სუპრასტინი, ტავეგილი, დიაზოლინი, კლარიტინი, ზადიტენი და ა.შ) ჰორმონული (პრედნიზოლონი), სისხლძარღვების შემავიწროვებლები (ადრენალინი), ბრონქების გამაფართოებლები და სხვა. მედიკამენტური მკურნალობა მხოლოდ ექიმის მიერ განისაზღვრება! თვითმკურნალობა დაუშვებელია! წამლისმიერი ალერგია წამლისმიერი ჰქვია ალერგიას მედიკამენტზე, ან მისი დაშლის პროდუქტებზე. ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს შემდეგი მედიკამენტები:
საჭიროა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან წამლისმიერი ალერგია და წამლების გვერდითი მოვლენები. მედიკამენტების გვერდითი მოვლენებია, მაგალითად: ანტიჰისტამინური პრეპარატების - მოთენთილობა და ძილიანობა, ანტიბიოტიკების - კუჭ-ნაწლავის მოქმედების აშლილობა და გულისრევა, ნიტროგლიცერინის - თავის ტკივილი და ა.შ. სპეციალური ცოდნის გარეშე მაინც ძნელია ამ ორი ფენომენის გამიჯვნა, ამიტომ წამალზე ნებისმიერი უჩვეულო რეაქციისას მიმართეთ ექიმს! გახსოვდეთ!
ატოპიური ეგზემა სინონიმები: კონსტიტუციური ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, ახალშობილთა დერმატიტი და სხვა. კანის ალერგიული დაზიანებაა. უვითარდება ალერგიულად წინასწარ განწყობილ ადამიანებს. ხშირად ვლინდება ადრეულ ასაკში, დაახლოებით 3 თვიდან. შემთხვევათა 60-70%-ში თავისით გაივლის 6 წლამდე. თუ დაავადება 10 წლამდე გაგრძელდა, იღებს ე.წ. პრურიგოს (ძლიერ ქავანა წითელი გამონაყარი) სახეს: კანი იქერცლება და ჩნდება ქერქი. ატოპური ეგზემის სიმპტომები:
როგორ მოვიქცეთ?
ატოპური დერმატიტი/ეგზემა ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს და Eეფექტიც მკვეთრად ინდივიდუალურია. კონტაქტური ეგზემა: ვითარდება არასასურველ ნივთიერებებთან კონტაქტის შედეგად. გამომწვევები:
პროფილაქტიკის და მკურნალობის ძირითადი საშუალებაა გამომწვევის ელიმინაცია, ანუ მასთან კონტაქტის აღკვეთა:
ალერგიის პროფილაქტიკა ბავშვებში:
რაც შეიძლება დიდხანს კვებეთ ბავშვი დედის რძით – ამის შედეგად ბავშვის იმუნური სისტემა უკეთესად ვითარდება.
და, რაც ყველაზე მთავარია : თუ ხართ ალერგიული ან გყავთ ალერგიული ბავშვი, შეარჩიეთ შესაბამისი სპეციალისტი: ალერგოლოგი, რეგულარული კონტაქტი იქონიეთ მასთან და დაუჯერეთ მის რჩევებს! სოფლის დასახლების პირობებში, თუ ალერგოლოგი თქვენთვის მისაწვდომ დისტანციაზე არ არის, მიმართეთ თერაპევტს ან პედიატრს
ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის – «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების
|