ამჟამად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "სოციალური მომსახურების სააგენტო" ახორციელებს რეორგანიზაციას (ლიკვიდაცია, გამსხვილება, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლების ჩამოყალიბება) მისდამი დაქვემდებარებულ ინსტიტუციებში.
სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს ინსტიტუციური დაწესებულებების ნაცვლად ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდა. ამას ემსახურება ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება, გაშვილება ან მინდობით აღზრდაში გადაცემა. ამ ღონისძიებების შედეგად ბავშვთა სახლების რაოდენობა შემცირდა 46-დან 16-დე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ქვეყნის მასშტაბით 37 მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნა, რომლებიც გამართული ინფრასტრუქტურით, აღჭურვილობით და სათანადოთ მომზადებული დედობილ - მამობილის მეშვეობით უზრუნველყოფენ 254 მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდას.
37 მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან 17 (134 ბავშვით) იმყოფება სახელმწიფო დაფინანსებაზე, ხოლო 20 (120 ბავშვით) დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზე.
ღღევანდელი მონაცემებით საქართველოში სულ 27 ინსტიტუციაა. მათ შორის:
ბავშვთა სახლი 16
ჩვილ ბავშვთა სახლი 2
დღის ცენტრი 2
კრიზისული ცენტრი 1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი 2
ხანდაზმულთა პანსიონატი 2
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) პანსიონატი 2
ინსტიტუციებში სულ 1405 პირია განთავსებული. მათ შორის:
- ჩვილი 109
- ბავშვი (6-დან 18 წლამდე) 192
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი 79
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 107
- ხანდაზმული 212
ასოციაცია "გენეზისის" მიზნობრივი ჯგუფიდან დღეის მონაცემებით ფუნქციონირებს მხოლოდ სამი ინსტიტუცია:
ბავშვთა სახლი " მომავლის სახლი" 35 ბავშვი
ბავშვთა სახლი "სათნოება" 37 ბავშვი
ასპინძის ბავშვთა სახლი 16 ბავშვი
ბავშვების ცხოვრებიდან...
მძიმე ეკონომიური და სოციალური ფონი, ბავშვის უფლებათა დაცვის არასრულყოფილი მექანიზმი ქმნის ბავშვთა სახლებისა და ქუჩის ბავშვთა თავშესაფრების აღსაზრდელების ტრაგიკული ცხოვრების ისტორიებს.
თუნდაც:
ბავშვებს თქვენი თანადგომა სჭირდებათ
ასოციაცია "გენეზისი"-ს და სხვა ერთეული დონორების დახმარების მიუხედავად ბავშვთა სახლებში უამრავი ფინანსური, საყოფაცხოვრებო, კვების და განათლების პრობლემებია, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს აღსაზრდელთა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ხშირად კი ბავშვთა სიცოცხლის შესანარჩუნებლადაც.
|