Logo The GENESIS Association English version
ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი "სათნოება"

 
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი "სათნოება" ისანი-სამგორიის რაიონის მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი "სათნოება" აშენებულია 1965 წელს და იგი ფუნქციონირებდა საბვშვო ბაღად 120 მოსწავლეზე, მაგრამ კონტინგენტის შემცირების და ქვეყანაში შექმნილი დუხჭირი ცხოვრების გამო 1998 წლის 10 სექტემბერს იგი გადაკეთდა მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრად 50 მოსწავლეზე, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მიერ. ამჟამად ცენტრში ირიცხება 60 მოსწავლე.

სარეაბილიტაციო ცენტრში თავმოყრილია ობოლი, მიტოვებული ბავშვები, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიდან, რომელთაც ბედმა ცხვისი ლუკმით გაზრდა არგუნა, მათი ცხოვრება ბევრი გაჭირვრბის წილნაყარია. ცენტრის მოსწავლეები მუდმივად ცხოვრობენ ცენტრში, მათ სხვა სახლი არ გააჩნიათ. ბავშვების ასაკია 5-დან 11 წლამდე, ისინი სწავლობენ 94-ე საშ. სკოლაში, რომელიც განთავსებულია ცენტრიდან 30 მეტრში.

ამჟამად ცენტრს აქვს ბევრი პრობლემა, რისი გადაჭრაც საკუთარი ძალებით შეუძლებელია. ცენტრი არსებობს რაიონის ბიუჯეტზე, ერთ ბავშვზე სახელმწიფო დაფინანსებით კვების დღიური ხარჯი (კვება ოთხჯერადია) შეადგენს 2 ლარს დამატებით სარეაბილიტაციო ცენტრს 3 თვეში ერთხელ ამარაგებს გაეროს სასურსათო პროგრამა: ზეთით, ფქვილით, ლობიოთი. ხარჯთაღრიცხვით, ბიუჯეტით გამოყოფილი კომუნალური და საოფისე თანხები მცირეა.

სარეაბილიტაციო ცენტრს პრობლენების გადაწყვეყაში, კერძოდ სამედიცინო დახმარებას უწევს ჰუმანიტარული ორგანიზაცია ''გენეზისი", რომელმაც 2003 წლის 28 იანვარს ბავშვებს საჩუქრად გადასცეს შესანიშნავი ჰოლანდიური ფეხსაცმელები და ქურთუკები.

ცენტრში ჩარიცხული ბავშვები არიან ნიჭიერები, ისინი ეუფლებიან სიმღერას და ხატვის ხელოვნებას. ცენტრში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რელიგიურ აღზრდას. გვაქვს პატარა სამლოცველო ოთახი.

სარეაბილიტაციო ცენტრს აქვს დიდი ეზო, მაგრამ საჭიროებს ფიზკულტურული მოედნების (ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის) მოწყობას. შენობა გარემონტებულია, მაგრამ, არ არის გათბობა და შენობა თბება შეშის ღუმელებით, არ გვაქვს ცხელი წყალი. გვესაჭიროება მაგრი და რბილი ინვენტარი. გვიჭირს სასწავლო ნივთები, მედიკამენტები, საპონი და მრავალი სხვა.

მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი სათნოების დირექტორი:
ანგელინა ბერიაშვილი

მისამართი:
ქ. თბილისი, ცისკარიშვილის ქ.#5 (აფრიკა)
ტელ: 70 20 09, 877 43 04 15

 


Copyright © 2001-2003 ასოციაცია "გენეზისი"