ფარისებური ჯირკვლის დაავადებები
|
ფარისებური ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. ჩიყვი, ანუ ფარისებური ჯირკვლის გადიდება, ხუთიდან მინიმუმ ერთ ადამიანს აქვს. ეს დაავადებები ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდებში გვხდება. ბოლო წლებში იმატა ფარისებური ჯირკვლის აუტოიმუნურმა (ორგანიზმის იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქცია საკუთარ ორგანოებსა და ქსოვილებზე) დაავადებებმა, რაც უმეტესად ახალგაზრდა, შრომისუნარიან და რეპროდუქციული (შვილოსნობის) ასაკის ადამიანებს უვითარდება. ამ დაავადებებს მიეკუთვნება, მაგალითად:
50 წელს ზევით ასაკის ადამიანების 6-8 %-ს აქვს ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოთირეოზი. როგორ მივხვდეთ, რომ გვაქვს ფარისებური ჯირკვლის დაავადება? როდის და რომელ ექიმს მივმართოთ? ეს კითხვები დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს. ნებისმიერი დაავადების გამოვლენა ან გამორიცხვა უფრო ადვილია თუ გყავთ თქვენი ექიმი, რომელთანაც რეგულარული ურთიერთობა გაქვთ; ოჯახის ექიმი, ანუ ზოგადი პრაქტიკის ექიმი ან თერაპევტი.
წინამდებარე ბროშურა შეიცავს ელემენტარულ ინფორმაციას ფარისებური ჯირკვლის, მისი დაავადებების, დიაგნოსტიკის მეთოდების შესახებ. მას ერთვის კითხვარი, რომლის საფუძველზეც პაციენტს შეუძლია ეჭვი მიიტანოს ფარისებური ჯირკვლის დაავადებაზე და მიმართოს ექიმს (ენდოკრინოლოგს, თერაპევტს). ფარისებური ჯირკვალი ადამიანის ერთ-ერთი მცირე ზომის, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც კისრის წინა ზედაპირზე, მის ქვემო ნაწილში, “ადამის ვაშლის" ქვევით მდებარეობს. ის შედგება ხიდაკის და ორი წილისაგან (სურ.1). სურ.1 ფარისებური ჯირკვლის განლაგება ფარისებური ჯირკვლის მნიშვნელობა ორგანიზმში: ფარისებური ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, გამოიმუშავებს ჰორმონებს: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც სისხლში გამოიყოფა, მოქმედებს ყველა უჯრედსა და ქსოვილზე და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესის სიჩქარეს. ზემოაღნიშნული ჰორმონები შეიცავს იოდს, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის და ფსიქიკის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული (სასქესო, გამრავლების) ფუნქციის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებასა და რეგულაციაში. ფარისებური ჯირკვლის ფუნქციას არეგულირებს თირეოტროპული ჰორმონი (TSH), რომელსაც თავის ტვინში მოთავსებული სხვა ენდოკრინული ჯირკვალი - ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. რა არის ჩიყვი? ხშირად ჩიყვის მცნების ქვეშ მხოლოდ “შხამიან ჩიყვს", ანუ თირეოტოქსიკოზს გულისხმობენ, რაც არასწორია. ჩიყვი ფარისებური ჯირკვლის გადიდებას ჰქვია. დღეს ამ ორგანოს ზომების განსაზღვრის ყველაზე მიღებული მეთოდია მისი ულტრაბგერითი გამოკვლევა, ანუ ექოსკოპია. მისი საშუალებით იზომება ჯირკვლის თითოეული ნაწილის ზომა სამ განზომილებაში. ჩიყვი შეიძლება განვითარდეს ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის როგორც დაქვეითებით, ისე მომატებით მიმდინარე დაავადებების ფონზე. ხშირად ჩიყვი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშეც ვითარდება, ამას ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება. ზომაში მნიშვნელოვნად მომატებული ფარისებური ჯირკვალი შეიძლება დააწვეს მის გარშემო ქსოვილებსა და ორგანოებს, რაც იწვევს ყლაპვის გაძნელებას, კისერში ზეწოლის შეგრძნებას და სხვა ჩივილებს. ჩიყვი, როგორც წესი, შესამჩნევია კისრის დათვალიერებისას და ხელით ისინჯება. ენდემური ჩიყვი და მისი მიზეზები
ენდემური ჩიყვი ფარისებური ჯირკვლის გადიდებაა, რომელიც ორგანიზმისათვის იოდის მიწოდების ნაკლებობითაა განპირობებული (სურ.2). ენდემური ჩიყვი უვითარდება იმ რეგიონების მოსახლეობას, სადაც წყალში და საკვებში იოდის ნაკლებობაა. ასეთია საქართველოს მთიანი რეგიონები: სვანეთი, ხევსურეთი, ყაზბეგი, მთიანი აჭარა, რაჭა, იმერეთი. ასეთ რეგიონებს მიეკუთვნება აგრეთვე რუსეთი და მთელი კონტინენტური ევროპა. ამ რეგიონებში მოსახლეობა მოიხმარს საშუალოდ 40-60 მკგ იოდს დღეში, როცა მოზრდილის მიერ იოდის მოხმარების დღიური ნორმაა 150 მკგ.
იოდის დეფიციტი საშიშია ორგანიზმისათვის ადამიანი იოდს იღებს საკვებით და წყლით. იოდი ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ელემენტია. თუ იოდის მოხმარება ნაკლებია, ფარისებური ჯირკვალი კომპენსატორულად დიდდება, რათა ორგანიზმი ჰორმონების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოს. ამ დროს ჯირკვალი შეიძლება უზარმაზარი გახდეს, მასში გაჩნდეს კვანძები, რამაც შემდგომში თირეოტოქსიკოზის და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაც კი გამოიწვიოს. ფეხმძიმე ქალის მიერ იოდის მოხმარების ნორმაა 200 მკგ დღეში. მისი ფარისებური ჯირკვლის აქტივობაზე ბევრი მასტიმულირებელი ფაქტორი მოქმედებს, რაც ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ დონეს უზრუნველყოფს. თუ მომავალი დედის ორგანიზმი საკმარისად იღებს იოდს, მას ფარისებური ჯირკვლის დაავადებები, ჩვეულებრივ, არ უვითარდება. იოდდეფიციტის დროს კი, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო პერიოდში, ჯირკვალი შეიძლება ძალიან გადიდდეს. ფეხმძიმობის დროს ჩიყვი უვითარდება ქალების 20%-ს. იოდის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის ნერვული სისტემის ფორმირების პროცესში. ორსულობის პირველ თვეებში ნაყოფს ფარისებური ჯირკვლის ჰორმონებით დედის ორგანიზმი ამარაგებს. 12 კვირიდან კი მისი საკუთარი ჯირკვალი იწყებს ფუნქციონირებას. იოდის ნაკლებობის დროს ნაყოფი განიცდის ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობას, რამაც შეიძლება ნერვული სისტემის, ფსიკიქის და ხერხემლის განვითარების მძიმე დარღვევები გამოიწვიოს. იოდის ხანგრძლივი ღრმა დეფიციტის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს გონებრივი და ფიზიკური განვითარების სოლიდური შეფერხება - კრეტინიზმი. საყურადღებოა, რომ იოდდეფიციტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტელექტუალური განვითარების საშუალო ინდექსი სარწმუნოდ დაბალია მათთან შედარებით, ვინც იოდს საკმაო რაოდენობით იღებს. მოზრდილთა იოდდეფიციტის ძირითადი შედეგი ჩიყვია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ჯირკვლის არა მხოლოდ ზოგადი გადიდება, არამედ მასში კვანძების გაჩენაც. იოდის ქრონიკული დეფიციტის ფონზე ზოგიერთმა კვანძმა შეიძლება ავტონომიური (დამოუკიდებელი, დაუმორჩილებელი) მოქმედება დაიწყოს, რაც ხშირად ფარისებური ჯირკვლის ჰიპერფუნქციის (თირეოტოქსიკოზის) მიზეზი ხდება. კვანძოვანი ჩიყვი ფარისებურ ჯირკვალში შეიძლება გაჩნდეს კვანძოვანი ჩანართები - “კვანძები'. ამის ერთ-ერთი მიზეზი იოდის ქრონიკული დეფიციტია. კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება იყოს ნორმალური, მომატებული ან დაქვეითებული. კვანძოვანი ჩიყვით შეიძლება ფარისებური ჯირკვლის ბევრი დაავადება გამოვლინდეს. კვანძებმა შეიძლება გამოიმუშაოს ჭარბი ჰორმონები. უფრო ხშირად კი ეუთირეოიდული კვანძოვანი ჩიყვი ვითარდება (ფარისებური ჯირკვლის ფუნქცია ნორმალურია). იმ პაციენტებს, რომლებსაც ექოსკოპიით ფარისებურ ჯირკვალში 1 სმ-ზე მეტი ზომის კვანძი გამოუვლინდა, სასურველია გაუკეთდეს პუნქციური ბიოფსია, ანუ კვანძის ქსოვილის ნიმუშის აღება, რათა განისაზღვროს მისი უჯრედული შემადგენლობა. საყურადღებოა, რომ დაავადების სიმძიმე არ არის დამოკიდებული კვანძების რაოდენობაზე. შეიძლება ჯირკვალში ერთი კვანძის არსებობამ მრავალკვანძოვან ჩიყვზე ბევრად სერიოზული პრობლემა შექმნას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდა პაციენტებს (უფრო მამაკაცებს) და მათ, ვისაც სწრაფად მზარდი კვანძები აქვს. ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკა და მკურნალობა ჩიყვის და მისი გართულებების თავიდან ასაცილებლად იოდდეფიციტის რეგიონებში შეაქვთ იოდირებული პროდუქტები: მარილი, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი და სხვა. შესაძლებელია, აგრეთვე, იოდშემცველი პრეპარატების მიღებაც, თუმცა ეს დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და შემდგომში მისი მკაცრი კონტროლით. რა არის ეუთირეოზი (ეუთირეოიდული მდგომარეობა)? ეუთირეოზი არის ორგანიზმის მდგომარეობა, როცა ფარისებური ჯირკვლის ფუნქცია არაა დარღვეული. ეს მდგომარეობა ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როცა ფარისებური ჯირკვლის ზომები მომატებულია - ეგრეთ წოდებული ეუთირეოიდული ჩიყვი. რა არის ჰიპოთირეოზი? ჰიპოთირეოზი არის მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმში ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების მყარი დეფიციტის შედეგად ვითარდება (სურ.3). რით ვლინდება ჰიპოთირეოზი? ჰიპოთირეოზი ვლინდება ბევრი სხვადასხვა ნიშნით (სიმპტომით), ესენია:
სურ.3 ავადმყოფი ჰიპოთეორეზით
ზემოაღნიშნული ნიშნებიდან არც ერთი არაა ჰიპოთირეოზისათვის სპეციფიკური, ამიტომ დიაგნოსტიკა ხშირად ძნელდება და მხოლოდ ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრის და სხვა გამოკვლევების დახმარებით ხერხდება. ჰიპოთირეოზის მიზეზები:
ჰიპოთირეოზის მკურნალობა ძირითადად ხორციელდება ჩანაცვლებითი თერაპიით, ანუ ორგანიზმში გამზადებული ჰორმონის - თიროქსინის (სამკურნალო პრეპარატის ფორმით) შეყვანით. ეს, აუცილებლად, ექიმის დანიშნულებით და მისივე შემდგომი რეგულარული კონტროლით ხორციელდება. რა არის თირეოტოქსიკოზი ანუ ჰიპერთირეოზი? ეს არის კლინიკური სინდრომი (ნიშნების ერთობლიობა), რომელიც ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბის შედეგად ვითარდება. რით ვლინდება თირეოტოქსიკოზი? თირეოტოქსიკოზს სხვადასხვა ნიშნები ახასიათებს, ესენია:
სურ.4 ავადმყოფი თირეოთოქსიკოზით
თირეოტოქსიკოზის მკურნალობა: თირეოტოკსიკოზის თანამედროვე მკურნალობა სამი მიმართულებით ხორციელდება: 1. მკურნალობა მედიკამენტებით, რომლებიც თრგუნავენ ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების გამოყოფას. ამ მედიკამენტებს “თირეოსტატიკები" (მაგალითად: თიროზოლის და პროპილთიოურაცილის ჯგუფის პრეპარატები) ეწოდება. ისინი მკაცრად ექიმის დანიშნულებისამებრ და მისივე რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ გამოიყენება. მედიკამენტურ მკურნალობასვე მიეკუთვნება სიმპტომური მკურნალობა. მაგალითად, თირეოტოქსიური კრიზის დროს საკმაოდ ეფექტურია პროპრანოლოლი (ანაპრილინი), რომელიც ამცირებს ტაქიკარდიას, სხეულის ტემპერატურას 2. ქირურგიული მეთოდი: იკვეთება ფარისებური ჯირკვლის დიდი ნაწილი, რაც ჰორმონებს რაოდენობრივად ამცირებს და შესაბამისად მათი ზემოქმედებაც მცირდება. ტარდება უეფექტო მედიკამენტური მკურნალობის, დიდი ზომის და ტოქსიური კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში. 3. მკურნალობა რადიოაქტიური იოდით, ტარდება სპეციალიზირებულ განყოფილებებში. რადიოაქტიური იოდი შლის ფარისებური ჯირკვლის უჯრედების ნაწილს, რითაც იწვევს ჰორმონების სიჭარბის შემცირებას. ბოლო ორი მეთოდის გამოყენების შედეგად ხშირად ვითარდება ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის ზომაზე მეტად დაქვეითება; არის შემთხვევები, როცა თირეოტოქსიკოზი ხელახლა ვითარდება ოპერაციიდან ერთი ან რამოდენიმე წლის შემდეგ. ამიტომ ოპერაციული ან რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ პაციენტებმა პერიოდულად (წელიწადში 1-2-ჯერ მაინც) უნდა მიმართონ ექიმ-ენდოკრინოლოგს საკონსულტაციოდ. ფარისებური ჯირკვლის გამოკვლევის მეთოდებია:
სურ.5 ფარისებური ჯირკვლი სცინტიგრაფია.
დიფუზური ტოქსიკური ციყვის სურათი. ფარისებური ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება ერთი ან რამდენიმე ამ მეთოდთაგანი - საჭიროების მიხედვით. ყოველი ავადმყოფისთვის დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, სპეციალისტის - ენდოკრინოლოგის მიერ. ნუ დაინიშნავთ თვითონ გამოკვლევებს და მკურნალობას. ეს არაეფექტურია და შეიძლება საზიანოც იყოს! მიმართეთ ენდოკრინოლოგს, თუ:
სასარგებლოა გახსოვდეთ: როგორც გამოკვლევების, ისე მკურნალობის თვითნებურად, ექიმის გარეშე, შერჩევა და ჩატარება ხშირ შემთხვევაში წამგებიანია თქვენი, როგორც ჯანმრთელობის, ისე - ბიუჯეტისთვის. სასურველია გყავდეთ თქვენი ექიმი: ოჯახის (ზოგადი პროფილის) ექიმი, ან ზოგადი თერაპევტი, რომელსაც ენდობით და მიმართავთ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის გამო. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დაავადება სცილდება მის პროფილს და კომპეტენციას, ის გაგაგზავნით სწორი მიმართულებით - შესაბამის სპეციალისტთან. ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის – «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების
|