![]() |
სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკა |
რა არის სარძევე ჯირკვალი ? სარძევე ჯირკვალი (ძუძუ) - ქალის უმნიშვნელოვანესი, სათუთი ორგანოა. მასში ხშირად ვითარდება სხვადასხვა ცვლილებები და დაავადებები. სარძევე ჯირკვლის დაავადებების გამო გინეკოლოგთან და სხვა ექიმებთან ვიზიტის სიხშირე საკმაოდ მაღალია, თუმცა მაინც არც თუ იშვიათია უყურადღებობის გამო განვითარებული და შორსწასული დაავადებები, მათ შორის ისეთი საშიშიც, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კიბო.
რომ არ გამოგვეპაროს და დროულად ვუმკურნალოთ სარძევე ჯირკვლის დაავადებებს, საჭიროა გვქონდეს ელემენტარული წარმოდგენა მის აგებულებასა და მოვლის წესებზე. სარძევე ჯირკვალი შედგება:
რამდენად ხშირია სარძევე ჯირკვლის დაავადებები და მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნე – ძუძუს კიბო? მოვიშველიოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემები:
რა არის სარძევე ჯირკვლის კიბო? ადამიანის ჯამრთელი ორგანიზმი რთული, მაგრამ მოწესრიგებული სისტემაა, სადაც ნებისმიერი პროცესი საერთო კონტროლს ემორჩილება. კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც წარმოიქმნება უკონტროლოდ გამრავლებადი უჯრედებისაგან. ამ უჯრედებს არ გააჩნიათ სასარგებლო ფუნქცია, და მეტიც, ზრდასთან ერთად ის აზარალებს არა მხოლოდ იმ ორგანოს რომელშიც ჩნდება, არამედ მთელ ორგანიზმს. ძუძუს კიბო ერთერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში. მსოფლიოში ყოველწლიურად სარძევე ჯირკვლის კიბოს 65000-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, დაავადების გამომაჟღავნდებიდან პირველ ხუთ წელში სიკვდილობა საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ამ მძიმე სურათისა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დროულად აღმოჩენილი კიბოს სწორად მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ავადმყოფები ათეულობით წლების განმავლობაში სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ თავს. დადგენილია, რომ ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობა ერთიორად მცირდება თუ ქალები 40 წელს ზევით ყოველ წელს გაესინჯებიან ექიმს და ჩაიტარებენ საჭიროOგამოკვლევებს. კიბოს წარმოშობის მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ რიგი არახელსაყრელი ფაქტორებისა გარკვეულწილად ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. მათ კიბოს რისკ-ფაქტორები ჰქვია. რა არის ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორები? ავთვისებიანი სიმსივნეების ხელშემწყობ ზოგად არახელსაყრელ ფაქტორებად ითვლება:
გარდა ამისა, არსებობს ძუძუს კიბოს სპეციფიური რისკ-ფაქტორებიც:
სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც აქვთ ზემოთ ჩამოთვლილიდან 3 და მეტი ნიშანი. ძუძუს კიბოს მიმართ განწყობას უმნიშვნელოდ ზრდის ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, განსაკუთრებით 40 წელს ზევით. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი იზრდება ასაკის მომატებასთან ერთად:
სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა
როგორ გავისინჯოთ სარძევე ჯირკვალი? სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა ყველაზე მიზანშეწონილია მენსტრუაციის დამთავრებიდან პირველ კვირას. ქალებმა, რომლებსაც მენსტრუაცია არ აქვთ, სარძევე ჯირკვალი უნდა გაისინჯონ ყოველთვიურად, ერთი და იგივე დროს. თვითგასინჯვის ტექნიკა:
ძუძუ ისინჯება მოპირდაპირე ხელით (მარჯვენა ძუძუ _ მარცხენა ხელით და პირიქით). გასინჯვა ხდება ნაზად (მოერიდეთ უხეშ ზეწოლას), მთელი მტევნით. სარძევე ჯირკვალი უნდა გაისინჯოთ მთლიანად, მცირე უბნებად. დიდი უბნის გასინჯვისას შეიძლება შეიგრძნოთ სიმკვრივე, რაც შეიძლება არ ნიშნავდეს პათოლოგიურ ცვლილებას. გასინჯვა ხდება სამ მდგომარეობაში:
წვებით ზურგზე, ხელს შლით "ზემკლავის" მდგო-მარეობაში.
წვებით ზურგზე, ხელს შლით გვერდზე, "გან-მკლავის" მდგომარეობაში.
ზურგზე მწოლიარემ ჩამოუშვით გაშლილი ხელი ტანის გასწვრივ,
შემდეგ გაისინჯეთ იღლიისქვეშა და ლავიწქვეშა მიდამოები
და ძუძუს თავები: ორი თითით ნაზად მოუჭირეთ დვრილს და არეოლის მიდამოს. დააკვირდით არის თუ არა გამონადენი. გამონადენი შეიძლება იყოს:
ამიტომ, თუ რაიმე უჩვეულოს აღმოაჩენთ, თქვენით დასკვნას ნუ გამოიტანთ ნურც დამამშვიდებელს, ნურც ცუდს. თქვენი ჯანმრთელობა მიანდეთ ექიმს, დროულად მიმართეთ სპეციალისტს (გინეკოლოგს, მამოლოგს). მხოლოდ მას შეუძლია დასვას ზუსტი დიაგნოზი სპეციალურ გამოკვლევებზე დაყრდნობით. როდის და რამდენად ხშირად მივმართოთ ექიმს? ნათელია, რომ ექიმს უნდა მივმართოთ ძუძუს ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების დაფიქსირების-თანავე. გარდა ამისა, პროფილაქტიკის მიზნით ექიმთან რეგულარული ურთიერთობა “უმიზეზოდაც" უნდა გქონდეთ. მითუმეტეს, თუ გაქვთ ზემოჩამოთვლილი ერთი ან რამოდენიმე რისკ-ფაქტორი. თუ გაქვთ ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრული განწყობა, ექიმის კონსულტაციები და ძუძუს კვლევა უნდა დაიწყოთ შედარებით ადრეული ასაკიდან. ჩვეულებრივ, 18-35 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის დათვალიერება ექიმის (მამოლოგის ან გინეკოლოგის) მიერ საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ, 35-40 წლის ასაკში - ორ წელიწადში ერთხელ, 40-50 წლის ასაკში და 50 წლის ზევით - წელიწადში ერთხელ. ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ, ტარდება სარძევე ჯირკვლების უფრო დეტალური კვლევა. კვლევის თანამედროვე გავრცელებული მეთოდებია მამოგრაფია და ექოსკოპია. ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების
თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.
|