საშვილოსნოს ყელის დაავადებები |
საშვილოსნოს ყელის დაავადებები დღეს მსოფლიოში ქალის ჯანმრთელობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
რა არის საშვილოსნოს ყელი? საშვილოსნო ქალის რეპროდუქციული სისტემის უმთავრესი ორგანოა. საშვილოსნო მდებარეობს მუცლის ქვემო ნაწილში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის. შედგება ტანისა და ყელისაგან, რომელიც გადადის საშოში. საშვილოსნოს ყელს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, ის ერთგვარი ბარიერია საშვილოსნოსა და გარემოს შორის. ნორმალური საშვილოსნოს ყელის სიგრძე 3-4 სმ, დიამეტრი - 2-3 სმ, ხოლო სისქე 1 სმ-ია. ის შედგება: კუნთოვანი შრისაგან, რომელიც მშობიარობის აქტში იღებს მონაწილეობას; ყელის არხისაგან, რომლის გამომფენი უჯრედები (ეგრეთ წოდებული ეპითელიუმი) გამოიმუშავებს ლორწოს, რომელიც ბარიერის როლს ასრულებს საშოსა და საშვილოსნოს შორის: ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას საშვილოსნოს ღრუში. საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილი "გარემოსთან ურთიერთობის ძირითად კარიბჭეს" წარმოადგენს. ალბათ ამიტომაა, რომ ყველაზე ხშირად აქ ვითარდება პათოლოგიური პროცესები. საშვილოსნოს ყელის დაავადებებია: ეგრეთ წოდებული ფონური დაავადებები (პროცესები):
საშვილოსნოს ყელის კიბო.
საშვილოსნოს ყელის დაავადებების ხელშემწყობი
საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები (პროცესები): საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საკმაოდ გავრცელებულია, შეადგენს გინეკოლოგიური დაავადებების 10-15%-ს. წარმოადგენს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, ვითარდება უხშირესად არხის მიმდებარე მიდამოში. ეროზიის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს:
ლეიკოპლაკია: მოთეთრო ლაქები ყელის ლორწოვან გარსზე, რასაც ეპითელიური უჯრედების გასქელება და “გარქოვანება" იწვევს. ლეიკოპლაკია შეიძლება განვითარდეს:
პოლიპები: მომრგვალო ფორმის, სხვადასხვა ზომის, გლუვი კონტურების მქონე წანაზარდები საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსზე, უხშირესად ყელის არხში. მათი წარმოშობის მიზეზი ძირითადად უცნობია, თუმცა მის განვითარებას ხელი შეიძლება შეუწყოს ყელზე მექანიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებამაც. კონდილომები: საშვილოსნოს ყელის ვირუსული წარმოშობის (ადამიანის პაპილომა-ვირუსი) მეჭეჭები. ეროზირებული ექტროპიონი: ვითარდება მშობიარობის ან აბორტების დროს საშვილოსნოს ყელის დაზიანების შედეგად: მისი ლორწოვანი გარსის მთლიანობა ირღვევა და ყელის არხი ამობრუნდება საშოსკენ. საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებების დიაგნოსტიკა:
ფონური დაავადებების მკურნალობა საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ადვილად იკურნება. ტარდება როგორც ზოგადი მკურნალობა, ისე ადგილობრივი (საშოსმხრივი) გინეკოლოგიური პროცედურები:
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია დისპლაზია, ანუ ყელის ლორწოვანი გარსის უჯრედების გადაგვარება ჰქვია ამ უჯრედების არანორმალურ ცვლილებას და გამრავლებას. ითვლება, რომ ეს საწყისია იმ პროცესისა, რომლის შედეგადაც ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ყალიბდება ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო). ამიტომ ასეთ ცვლილებებს “კიბოსწინარე პროცესსაც" უწოდებენ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დისპლაზია ყოველთვის არ გარდაიქმნება სიმსივნედ და ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დროულ დიაგნოზსა და სწორად წარმართულ მკურნალობაზე. კიბოსწინარე პროცესი (დისპლაზია) შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი (საშუალო) და მძიმე ხარისხის. რა არის კიბო? ჯანმრთელ ორგანიზმში ყველა ორგანოს და უჯრედს თავისი გარკვეული ფუნქცია აქვს, რაც მთლიანი ორგანიზმის ჰარმონიულ ცხოველქმედებას განაპირობებს. კიბო არის დაავადება, რომელიც ყალიბდება ორგანიზმის "საშენი მასალის" - უჯრედების გადაგვარების და უწესრიგო, უკონტროლო გამრავლების შედეგად
საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის კიბო დღეს მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. განვითარებად ქვეყნებში ის ქალების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. მსოფლიოში ყოველ წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 370 ათასი დიაგნოზი ისმება. განვითარებულ ქვეყნებში ამ დავადების გამო იღუპება 100 ათასი ადამიანიდან ერთი. ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირდა, რადგან კვლევის ახალი მეთოდების შემოღებამ შესაძლებელი გახადა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა. საწყის ეტაპზე ამ დაავადების მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია: ქალს მკვეთრად უხანგრძლივდება სიცოცხლე, შეუძლია შეინარჩუნოს ნორმალური ცხოვრების წესი, შრომის და რიგ შემთხვევებში შვილოსნობის უნარიც. საყურადღებოა, რომ: საშვილოსნოს კიბო ყველაზე ხშირია 40 წლის ზევით ასაკში, თუმცა არის მისი შემთხვევები 20-30 წლის ასაკის ქალებშიც; საშვილოსნოს ყელის კიბო 20 წლამდე ასაკის ქალებში თითქმის არ გვხვდება; საშვილოსნოს ყელის კიბო უიშვიათესია ქალიშვილებში; საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დაწყებიდან კიბოს განვითარებამდე საშუალოდ 10-12 წელი გადის; მოსახლეობის მასიურმა პროფილაქტიკურმა გასინჯვებმა მნიშვნელოვნად შეამცირა საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა. საშვილოსნოს ყელის კიბოს ხელშემწყობი (რისკის) ფაქტორები: დღესდღეობით საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ძირითად ფაქტორად, და გარკვეულწილად მიზეზადაც, მიიჩნევენ ვირუსებს:
უმკურნალებელი ფონური დაავადებები (იხილეთ ზემოთ); ქალის სქესობრივი ცხოვრების თავისებურებანი:
უმკურნალებელი ანთებადი და ვენერიული დაავადებები; ასაკი 55 წელს ზევით; ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები; თამბაქოს წევა; საშვილოსნოს ყელის კიბო სხვადასხვა სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ნიშნებით:
ამ ნიშნებიდან ერთის ან თუნდაც რამდენიმეს არსებობა არ ნიშნავს, რომ გაქვთ კიბო. მაგრამ თუ რომელიმე მათგანმა შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების (მათ შორის კიბოსიც) ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე შორსწასულ შემთხვევებში. საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკა: მოწესრიგებული სქესობრივი ცხოვრება:
გინეკოლოგის რეგულარული მეთვალ-ყურეობა. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც დაინერგა ქალების საყოველთაო გინეკოლოგიური გასინჯვა (ე. წ. სკრინინგი) და მასიური სპეციალური გამოკვლევები:
სპეციალურ გამოკვლევებს მიეკუთვნება: PAP-ტესტი: საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა სპეციალური წესით; კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დათველიერებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტული მეთოდი; ამ გამოკვლევებით შესაძლებელია უჯრედების გადაგვარების (დისპლაზიის) ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც: 1)მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს ჩამოყალიბების ალბათობას და 2)შესაძლებელს ხდის კიბოს დიაგნოზის დადგენას ადრეულ სტადიაში.
გახსოვდეთ, რომ: საშვილოსნოს ყელის ყველა ავთვისებიანი სიმსივნე არაა დაკავშირებული სქესობრივ ცხოვრე-ბასთან. კიბო შეიძლება განუვითარდეს იმ ქალსაც, რომელსაც მოწესრიგებული სქესობრივი ცხოვრება აქვს. ამიტომ ყველა დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ექიმის რეგულარული მეთველყურეობა.
ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით. |