![]() |
სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული დაავადებები | ![]() |
სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დავადებები მსოფლიო ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს მოსახლეობის დროებითი შრომისუუნარობის ყველაზე ხშირი მიზეზია და რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშიც. მათ შორის ყველაზე ნაცნობი და გავრცელებულია "გაცივება" და გრიპი. რა არის გაცივება? სურდო, ჩახეხილი ყელი, ცემინება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, სიცხე - სიმპტომები, რომლებიც ყველასთვის კარგად ნაცნობ, გავრცელებულ დაავადებას - გაცივებას ახასიათებს. თითქმის ყველა ცივდება წელიწადში ერთხელ მაინც. ბავშვები კი, საშუალოდ, წელიწადში 3-6 ჯერ ცივდებიან. ეს მსუბუქი დაავადება უამრავი სამუშაო და სასწავლო დღის გაცდენის მიზეზია. რა იწვევს გაცივებას? "გრიპი კი არ მაქვს, გაცივებული ვარ, არ გადაგედება..." - ეს მოსაზრება მცდარია. პოპულარული ტერმინი "გაცივება" მოიცავს ზედა სასუნთქი გზების 200-დე სხვადასხვა ვირუსით გამოწვეულ დაავადებას. ამ ვირუსებს ძალიან მაღალი დასნებოვნების უნარი ანუ "კონტაგიოზურობა" ახასიათებს. "გაცივების" ყველაზე გავრცელებული გამომწვევებია:
შეუძლია თუა არა ცივ ამინდს გაცივების გამოწვევა? ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სურდოს, ხველას, ყელის ტკივილს და გაცივების სხვა სიმტომებს ცივი ამინდი, ქარი, წვიმა და თოვლი იწვევს. ხანგრძლივი კვლევებით დადგინდა, რომ სიცივე და ცუდი ამინდი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ამ დაავადების ჩამოყალიბებაში. ამინდს, ისევე როგორც სხვა ფაქტორებს: ფსიქოემოციური სტრესი, ფიზიკური გადაღლა, ცუდი კვება, ფონური ქრონიკული დაავადებები (ალერგია, ფრონტიტი, ჰაიმორიტი, ქრონიკული ტონზილიტი, ანუ “გლანდები" და სხვა) მხოლოდ ხელშემწყობი როლი აქვს "გაცივების" განვითარებაში. ეს ფაქტორები აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ზრდის მასში ინფექციების შეღწევადობას. ამ ფონზე ასევე აქტიურდება ადამიანის ორგანიზმში მუდმივად მობინადრე, პირობითად მავნე, ვირუსები, მაგალითად “რინოვირუსები". რომელია გაცივების სეზონი? "გაცივება" ნებისმიერ სეზონზე შეიძლება, ცხელი ზაფხულის ჩათვლით, თუმცა ყველაზე აქტიურ პერიოდებად ითვლება შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული. სექტემბრის დასაწყისში ინფექციების მატებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამ დროს სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იწყება სწავლა, მოსახლეობა ბრუნდება შვებულებებიდან, დაწესებულებებში, ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მკვეთრად იზრდება ხალხის რაოდენობა, რაც ინფექციის გავრცელების ხარისხს ზრდის. ამას სეზონის ცვლილებაც ემთხვევა: ჰაერის ტემპერატურა კლებულობს, ქარი ამცირებს მის ტენიანობას. ცივი და მშრალი ჰაერი აშრობს და აღიზიანებს ცხვირის, პირის და თვალის ლორწოვან გარსებს და ზრდის მათში ვირუსების შეღწევადობას. როგორ ვრცელდება ვირუსები? "გაცივების ვირუსები"-ს წყაროს დაავადებული ადამიანი წარმოადგენს. დაავადება შეიძლება გადავიდეს:
ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქი გზების ლორწოვანზე შეიძლება მოხვდეს ჰაერში შეტივტივებული ვირუსებიც, რასაც, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხის სიმჭიდროვეა.
"გაცივებული" ადამიანი განსაკუთრებით გადამდებია დაავადებიდან მე-2-დან მე-4 დღემდე, როცა ცხვირის და პირის ლორწოვანში ვირუსების რაოდენობა პიკს აღწევს. რომელია გაცივების ნიშნები? თუ მშობელი, მასწავლებელი, ბაღის აღმზრდელი ხართ და ბავშვებთან ხშირად ურთიერთობთ, ალბათ, გეცნობათ სურათი: ჩვეულებრივ ხალისიანი, ენერგიამოზღვავებული ბავშვი მოიწყენს, ლოყები ეფაკლება, პირით სუნთქავს, ცხვირიდან გამონადენი აქვს, ჭამის მადა უქვეითდება, ჭირვეულობს. ეს ნიშნავს, რომ "გაცივების" რომელიღაც ვირუსმა შეაღწია თქვენი პატარას ორგანიზმში. დაავადების ნიშნები, ანუ სიმპტომები ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზმის "პროტესტის", "ბრძოლის" გამოვლინებაა.
გაცივების სიმპტომები 2-დან 14 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. შემთხვევათა 2/3-ში დაავადების ხანგრძლივობა 5-7 დღეა. თუ სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, სავარაუდოა სხვა, როგორც წესი, ბაქტერიული ინფექციის ზედდება ან ეს შეიძლება სეზონური, ალერგიული სურდოს გამოვლინება იყოს. მოკლედ გრიპის შესახებ გრიპი მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მე-20 საუკუნის ბოლოს მსოფლიოში გრიპის რამდენიმე ეპიდემია მძვინვარებდა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგალითად:
გრიპი სიცოცხლისათვის საშიშიც შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით ჩვილი ბავშვებისა და მოხუცებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების ფონზე იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. ბავშვებში გრიპი მძიმედ მიმდინარეობს. ხშირია გართულებები: პნევმონია, კრუპი, ოტიტი, ანუ ყურის ანთება, კრუნჩხვები მაღალი სიცხის ფონზე, ერთ-ერთ საშიშ გართულებას მიეკუთვნება "რეიეს სინდრომი" (იხილეთ ქვემოთ). სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებების მკურნალობა ვირუსული დავადების მიზეზთან ბრძოლა რთულია, რადგან გაცივებისა და გრიპის საწინააღმდეგო ეფექტური წამლები თითქმის არ არსებობს. ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლას ორგანიზმი თვითონ ახერხებს. ჩვენ მას ამ ბრძოლაში ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ უხეშად ამისთვის პირველ რიგში საჭიროა ორგანიზმის ბრძოლის უნარის ამაღლება:
გრიპია, უბრალო გაცივება, თუ ალერგიული სურდო? ![]() რით შევამსუბუქოთ გაცივების სიმპტომები? სურდოს, ცემინების, ცრემლდენის, ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენება როგორც წამლები, ისე სხვა საშუალებები:
"გაცივების სამკურნალო" პრეპარატებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია:
რა მოვუხერხოთ ხველას? ხველა შეიძლება დაავადების სიმპტომთაგან ყველაზე დიდხანს გაგრძელდეს, განსაკუთრებით ბავშვებში. ის უხშირესად ზედა სასუნთქი გზების: ხახის, სასულეს (ტრაქეა), გაღიზიანების ნიშანია და არა ბრონქიტის ან ფილტვების ანთების.
მშობლებო, გახსოვდეთ! აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ:
ბავშვებისათვის მედიკამენტების მიცემა მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ შეიძლება. მივიღოთ თუ არა ანტიბიოტიკები? მარტივი "გაცივებისა" და თუნდაც გრიპის შემთხვევაში თავიდან ექიმი, ჩვეულებრივ, არ დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს. ნუ გგონიათ, რომ მას ეს “დაავიწყდა" ან საამისოდ ცოდნა არ ეყო. ის სწორად მოიქცა, რადგან:
ნუ გამოიჩენთ ინიციატივას და ნუ მისცემთ ავადმყოფს ანტიბიოტიკს ექიმის კონსულტაციის გარეშე. ამითი მას შეიძლება მხოლოდ ზიანი მოუტანოთ! დავწიოთ თუ არა სიცხე? "სიცხე" ანუ "ცხელება" არის ორგანიზმის ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გამოხატულება. სიცხე ნიშნავს სხეულის ტემპერატურის 37°ჩ-ს ზემოთ აწევას. ორგანიზმი ტემპერატურის მატებით ვირუსებს სიცოცხლისა და გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემოს უქმნის. ჩვეულებრივ, დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სიცხე თავისით იწევს დაბლა, ნორმამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი დამარცხებულია და იწყება გამოჯანმრთელება. ახალგაზრდა ჯანმრთელი ორგანიზმი, ჩვეულებრივ, კარგად იტანს ცხელებას 39°ჩ-მდე. მისი “იძულებით" ჩამოწევა სიცხის დამწევი წამლებით არ ნიშნავს მკურნალობას და მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნუ ჩამოართმევთ ორგანიზმს “ბრძოლის იარაღს". თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს, მოხუცებსა და ქრონიკულად მოავადე დასუსტებულ ადამიანებს მაღალი ცხელების ფონზე შეიძლება განუვითარდეთ ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანების ნიშნები, მაგალითად: თავის ძლიერი ტკივილი, აგზნება, კრუნჩხვა და ა.შ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის გადაუდებელი ჩარევა და მის მიერ ხდება ტემპერატურის დასაწევი სამკურნალო ღონისძიებების შერჩევა. 39°ჩ-ზე და ზევით ცხელების შემთხვევაში, ტემპერატურის დაწევის მიზნით და შინაგანი ორგანოების გადახურების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია გამოვიყენოთ გრილი სველი საფენები თავის, კიდურების, ჭიპის ირგვლივ არეში. ძალიან მაღალი ცხელების შემთხვევაში შეიძლება ბავშვი მთლიანად შევახვიოთ სველ ცივ ზეწარში. ან პირსახოცში. სიცხის დამწევი მედიკამენტებიდან ყველაზე მიღებულია პარაცეტამოლის შემცველი ტაბლეტები, სიროფები და ფხვნილები. ექიმის დანიშნულების გარეშე 16 წლამდე ბავშვებს არ მისცეთ ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავას) შემცველი წამლები. დადგენილია, რომ ვირუსული დაავადების ფონზე ისინი ზრდის ზოგიერთი იშვიათი, თუმცა საშიში დაავადების რისკს. ასეთია, მაგალითად, ეგრეთ წოდებული “რეიეს სინდრომი", რაც თავის ტვინის, ღვიძლის, თირკმლის და სხვა ორგანოების მძიმე დაზიანებით მიმდინარეობს. გარდა ამისა ამ მედიკამენტებს თავისთავად შეუძლია დააზიანოს ინფექციით ისედაც შეწუხებული თირკმელები, ღვიძლი და გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. (არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი ცხელების ფონზე ასპირინის მიღებისას შეიძლება გულყრა ან კრუნჩხვა განვითარდეს). რაც შეეხება ანალგინს, საყურადღებოა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ის დიდი ხანია საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან ორგანიზმზე მისი მავნე გავლენის გამო. რით შეიძლება გართულდეს "გაცივება": თუ მწვავე რესპირატორული დაავადება 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა და მით უმეტეს, თუ მას სხვა ჩივილებიც დაემატა, საეჭვოა, რომ განვითარდა სასუნთქი სისტემის ბაქტერიული ინფექცია და ჩამოყალიბდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გართულება: ცხვირის დანამატი წიაღების ანთება: ფრონტიტი, ჰაიმორიტი. ახსიათებს ტკივილი შუბლის არეში და უხვი მოყვითალო გამონადენი ცხვირიდან. ავადმყოფი საჭიროებს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კონსულტაციას. ყურის ანთება, ანუ ოტიტი. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ახასიათებს ყურის ტკივილი, ცხელება, ხანდახან ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან. ასევე აქაც საჭიროა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის გადაუდებელი კონსულტაცია. მწვავე ბრონქიტი, ანუ ჰაერგამტარი გზების - ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება; ახასიათებს ნახველიანი ხველა, ცხელება (სხეულის ტემპერატურა ჩვეულებრივ, 38-38,5°C-ს არ აღემატება), ოფლიანობა, სისუსტე. დიაგნოზს სვამს და მკურნალობას ნიშნავს ექიმი ფილტვების მოსმენის, სისხლის ანალიზის საფუძველზე. მწვავე პნევმონია, Aანუ ფილტვების ანთება: ახასიათებს მაღალი ცხელება (როგორც წესი, 38°ჩ-ზე მეტი), ხველა ნახველით, ძლიერი საერთო სისუსტე, ოფლიანობა, უმადობა... დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. მკურნალობაში აუცილებლად ერთვება ერთი ან მეტი ანტიბიოტიკი. საჭირო გამოკვლევებს შორის ინიშნება ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ორიოდე სიტყვა "უსიცხო ფილტვების ანთების" შესახებ: ეს "ტერმინი" ჩვენში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და შეცდომაა. ფილტვების ანთება უსიცხოდ იშვიათად მიმდინარეობს და ისიც მძიმე ქრონიკული დაავადებებით დაუძლურებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებში. თავისთავად ტერმინი არაფერს დააშავებდა, რომ არა მისგან გამომდინარე არასწორი მკურნალობა. ამ მცნების ქვეშ, როგორც წესი, სხვა დაავადებები იმალება, რაც პაციენტისადმი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. თუ ამ ტერმინს კიდევ სიტყვა “ორმხრივიც" დაემატა ავადმყოფი კარგადაა გამოსაკვლევი, რათა არ გაგვეპაროს ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გულის უკმარისობა და სხვა. შესაძლებელია თუ არა მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა?
გრიპის პროფილაქტიკის თანამედროვე ეფექტური ღონისძიებაა აცრა. ის ტარდება ეპიდემიის საშიშროების დროს, მკაცრად ექიმის დანიშნულებით და მისივე მეთვალყურეობის ქვეშ.
ამ ბროშურაში არსებული ინფორმაცია არაა საკმარისი ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებების სრულყოფილი მკურნალობისათვის. ჩვენ მხოლოდ იმ მარტივ საშუალებებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ექიმთან მისვლამდე შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაავადების სწორად, გაურთულებლად წარმართვის მიზნით უმჯობესია პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართოთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების დროული და სწორი მკურნალობა შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას და დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს.
ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით. |