როგორ ავიცილოთ თავიდან სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები |
სასმელი წყალი სიცოცხლის ერთერთი აუცილებელი პირობაა. მის გარეშე დედამიწა მკვდარი პლანეტა იქნებოდა. დედამიწაზე სასმელი წყლის საერთო რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია: ამჟამად წლის განმავლობაში მთელ დედამიწაზე შესაძლებელია მხოლოდ საშუალოდ 12,5-დან 14 მილიარდ კუბურ მეტრამდე სასმელი წყლის გამოყენება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ერთ სულზე სასმელად ვარგისი წყლის რაოდენობა მცირდება. ასე, მაგალითად:
ამ მიზეზების გამო დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სასმელად ვარგისი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის და იძულებულია ეს დეფიციტი არასასმელი წყლით შეავსოს. სასმელად უვარგის წყალს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია და ამ დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონს აჭარბებს. როგორ გავარკვიოთ, წყალი სასმელად ვარგისია თუ არა? შესაძლოა წყალი გარეგნულად საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს: არ ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი ან გემო, მაგრამ რეალურად დაბინძურებული იყოს და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება. წყლის სისუფთავეს და სასმელად ვარგისიანობას ადგენენ სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. სასმელი წყლის ანალიზი უნდა კეთდებოდეს რეგულარულად, შესაბამისი წესის მიხედვით. ეს სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის მოვალეობაა. საქართველოს უმრავლეს რეგიონებში სასმელი წყლის კონტროლი ამჟამად, სამწუხაროდ, არ ხდება შესაბამისი სამსახურების დაფინანსების სიმცირის გამო. ამას ემატება ისიც, რომ ბევრგან მოშლილია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა და მოსახლეობა სასმელად იყენებს თვითნაკეთი ზედაპირული და არტეზიული ჭების, წყაროს, მდინარის და სხვა წყალსატევების წყალს. ასეთი წყლის ხარისხის კონტროლი, მიუხედავად მოსახლეობის დიდი სურვილისა, ვერ ხერხდება მათი უსახსრობის გამო. რით შეიძლება დაბინძურდეს სასმელი წყალი?
სასმელი წყლის დაბინძურებას უხშირესად თვითონ ადამიანები და მათი ნამოქმედარი (მრეწველობა, მიწათმოქმედება, ომები და სხვა) იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება წყალში ცხოველების გამონაყოფების ან მიწის ქანებში არსებული მომწამლავი არაორგანული ნივთიერებების მოხვედრაც გახდეს. გამომდინარე იქიდან, თუ რითია დაბინძურებული წყალი, მან შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება გამოიწვიოს (იხილეთ ცხრილი). წყლის ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული მოწამვლა:
როგორ უნდა მიიტანოთ ეჭვი სასმელი წყლის ქიმიურ დაბინძურებაზე? ქიმიკატებით დაბინძურებულ წყალს, როგორც წესი, არც გემო აქვს შესამჩნევად განსხვავებული, არც სუნი და არც ფერი. ამიტომ დაბინძურება და მისი ხარისხი წყლის ქიმიური ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს (იხილეთ ზემოთ). დაბინძურების დიდი საშიშროებაა იმ წყალსატევებში, რომლებიც ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ნედლეულის მომპოვებელი მაღაროების ახლომახლო მდებარეობს. თუ შენიშნეთ წყლის მიღებასთან დაკავ-შირებული ჯანმრთელობის ნებისმიერი პათოლოგიური ცვლილება (კუჭ-ნაწლავის მოქმედების აშლილობა, ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის- მოწამვლის ნიშნები: გულისრევა, თავის ტკივილი, უმადობა, და სხვა) აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ამავე დროს, შესაბამის სტრუქტურებს მოსთხოვეთ წყლის ქიმიური სისუფთავის შემოწმება. ეს მითუმეტეს მნიშვნელოვანია, როცა:
სასმელი წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებები სასმელი წყლით გამოწვეულ დაავადებათა შორის სიხშირითაც და სიმძიმითაც პირველ ადგილზე ინფექციური დაავადებებია. სასმელი წყლის ინფიცირება ძირითადად ადამიანთა და ცხოველთა განავლოვანი მასებით დაბინძურების შედეგია. ადამიანებისა და ცხოველების განავლოვანი მასებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები საკმაოდ ბევრია და მრავალფეროვანი. შესაბამისად, მრავალფეროვანია დაავადების კლინიკური სურათიც, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, დაავადება ნაწლავური ინფექციის ნიშნებით ვლინდება. სასმელი წყლის საშუალებით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, უმარტივესებით, ჰელმინთებით (ჭიებით) და სხვა. როგორ გადადის წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებები?
დაავადებული ადამიანი ან ცხოველი განავლით ან შარდით გამოყოფს დაავადების გამომწვევ ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებიც სანიტარული ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შესაძლოა მოხვდეს სასმელ წყალში და გამოიწვიოს მოსახლეობის მასიური დაავადება. ადამიანის დაინფიცირება შესაძლოა არა მხოლოდ დაბინძურებული წყლის დალევით, არამედ ასეთი წყლით გარეცხილი ბოსტნეულის, ხილის ან ჭურჭლის გამოყენებითაც კი (იხილეთ ცხრილი). ცხადია, რომ, უმეტესად, ინფექციური დაავადების წყარო ადამიანია, რომელიც აბინძურებს ან ვერ იცავს დაბინძურებისაგან წყალს და საკვებს და თვითონვე ხდება ამ დაბინძურების მსხვერპლი.
რა ნიშნებით მჟღავნდება წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადება? წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებების უმრავლესობა ადამიანებში მჟღავნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის სხავადასხვა სიმძიმის დაზიანებით. იმის მიხედვით, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელი ნაწილი ზიანდება უპირატესად, დაავადებაც შესაბამისი ორგანოს ფუნქციის მოშლით გამოიხატება. ყველაზე ხშირია წვრილი ნაწლავის დაზიანება (ენტერიტი), რომლის დროსაც ირღვევა საჭმლის გადამუშავება და სითხის შეწოვა. ინფექციის ფონზე ზოგჯერ სითხე ორგანიზმიდან ნაწლავის სანათურში ჭარბად გამოდის, ამის შედეგად კი ვითარდება ნაწლავების მოქმედების გახშირება თხიერი, მოუნელებელი განავლით. ამას დიარეა ანუ ფაღარათი ეწოდება. დიარეას ახასიათებს ნაწლავების გახშირებული მოქმედება მოუნელებელი საკვებით, რაც ახასიათებს უპირატესად ეშერიხიოზს, ლამბლიოზს, სტრონგილოიდოზს. მძიმე დიარეას წყლისებური განავლით ხშირად იწვევს ქოლერა, ეშერიხიოზი. მსხვილი ნაწლავის დაზიანება უპირატესად ეგრეთ წოდებული დიზენტერიის სინდრომით ვლინდება. ამ დროს ინფექციის გამომწვევი აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს და შესაძლოა, ნაწლავის უფრო ღრმად მდებარე შრეებშიც შეაღწიოს. ამიტომ ვითარდება მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადების- კოლიტის სურათით. ნაწლავის დაზიანების ნიშნებია:
ახასიათებს შიგელოზს, ამებიაზს, ზოგჯერ ეშერიხიოზს და სტრონგილოიდოზსაც კუჭის დაზიანებას - მისი ლორწოვანი გარსის ანთებას, ანუ გასტრიტს იწვევს როგორც ქიმიურად, ისე ბაქტერიოლოგიურად დაბინძურებული წყალი. წყლით გამოწვეულ ინფექციურ გასტრიტს თითქმის ყოველთვის თან ახლავს წვრილი ნაწლავის დაზიანების ნიშნებიც (ამას გასტროენტერიტი ეწოდება). კუჭის დაზიანების ნიშნებია:
კუჭის დაზიანებას ძირითადად იწვევს ქოლერა, ზოგჯერ ეშერიხიოზი და ლამბლიოზიც. ღვიძლის დაზიანებას იწვევს A ვირუსული ჰეპატიტი, სტრონგილოიდოზი, ამება. ამებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის არა მხოლოდ ანთებითი დაავადება, არამედ მასში ჩირქგროვის (აბსცესის) ჩამოყალიბებაც კი. ღვიძლის დაზიანების ნიშნებია:
გახსოვდეთ:
როგორ ავიცილოთ სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები? სასმელი წყლის დაბინძურებისგან დაცვა იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ წყალს ვიყენებთ სასმელად. არსებობს წყალმომარაგების ხელოვნური და ბუნებრივი სისტემა. ხელოვნური წყალმომარაგება უმრავლეს შემთხვევაში ცენტრალიზებულია და მისი ხარისხის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მოვალეობაა. გარდა ცენტრალიზებულისა, არსებობს ხელოვნური ინდივიდუალური წყალ-მომარაგება, მაგალითად ჭა. ჭის სისუფთავისათვის აუცილებელია შემდეგი ობიექტების/ნაგებობების ჭისაგან არანაკლებ 50 მეტრით დაშორება:
ამასთანავე:
სასმელი წყლის მომარაგების ბუნებრივი საშუალებებიდან ძირითადად გავრცელებულია წყაროსა და მდინარის წყლის გამოყენება.
თუ სანიტარულ წესებს სათანადოდ ვერ იცავთ ან იყენებთ ბუნებრივ (წყაროს, მდინარის, ჭის ან ჭაბურღილის) შეუმოწმებელ წყალს, მოხმარებამდე გააუვნებელყავით ის შემდეგი მარტივი მეთოდებით:
როგორ უნდა მოიქცეთ სასმელი წყლით გამოწვეული დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში?
ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით. |