დიარეა |
რა არის დიარეა? პდიარეას, ანუ ფაღარათს ხშირად “კუჭის აშლას" უწოდებენ. სინამდვილეში ეს არის არა კუჭის, არამედ ნაწლავების მოქმედების აშლილობა. დიარეა, ანუ ფაღარათი არის ნაწლავების მოქმედების სიხშირის, განავლის სადღეღამისო რაოდენობის და წყლიანობის ზრდა ნორმასთან შედარებით. რა იწვევს დიარეას?
რა ნიშნები აქვს დიარეას? მოზრდილთათვის ნორმად ითვლება: განავლის სადღეღამისო რაოდენობა- 300 გრამამდე, კონსისტენცია- სქელი ფაფისებური, ნაწლავების მოქმედების სიხშირე- 1-3-ჯერ დღეში. ჩვილი ბავშვებისათვის ნაწლავების მოქმედების სიხშირეც და განავლის კონსისტენციაც დამოკიდებულია კვებაზე და ხშირად იცვლება საკვების დამატებისას, შეცვლისას და ა.შ. 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის განავლის სადღეღამისო რაოდენობა დაახლოებით 100-200 გრამამდეა, კონსისტენცია- საშუალო სისქის ფაფისებური, სიხშირე- 1-3-ჯერ დღეში. დიარეას ძირითადი ნიშნებია:
ფაღარათის მიზეზიდან გამომდინარე, შეიძლება სხვა ნიშნებიც გამოვლინდეს:
დიარეა შეიძლება იყოს მწვავე - 3 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობის და ქრონიკული- 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის. მწვავე დიარეა ვითარდება ინფექციის ფონზე, ხოლო ქრონიკული- კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების ფონზე. რიგ შემთხვევებში, დიარეამ შეიძლება მკურნალობის გარეშე, თავისით გაიაროს, თუმცა არც თუ იშვიათია გართულებები. ამიტომ, მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა ჩატარდეს. დიარეის ერთ-ერთი საშიში გართულებაა ავადმყოფის მიერ სითხის ჭარბად დაკარგვა- გაუწყლოება ანუ დეჰიდრატაცია. რას ნიშნავს გაუწყლოება? დიარეის დროს ადამიანი კარგავს წყალს და მასთან ერთად კარგავს მარილებსაც. მძიმე დიარეის შემთხვევაში ზოგჯერ წყლისა და მარილების დაკარგვა იმდენად მცირე დროში და იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ეს საფრთხეს უქმნის დაავადებულის სიცოცხლეს. სითხის კარგვა დიარეით დაავადებული ადამიანის სისუსტისა და დისკომფორტის ძირითადი მიზეზია. დიარეის დროს წყლისა და მარილების ნაკლებობას განსაკუთრებით ძნელად იტანენ ბავშვები, ამიტომ ბავშვთა ასაკის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დიარეული დაავადებების დროს გაცილებით მაღალია. მოზრდილებში გაუწყლოების ნიშნებია:
დიარეა ბავშვებში ბავშვებში უფრო ხშირად მწვავე დიარეა გვხვდება და იმავე მიზეზებითაა განპირობებული, რითაც მოზრდილების დიარეა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვირუსული წარმოშობისაა: იწვევს ე.წ. როტავირუსი. ამ ვირუსით გამოწვეული დიარეა, ჩვეულებრივ, 5-8 დღეს გრძელდება. დიარეა განსაკუთრებით საშიშია ახალშობილებისა და ჩვილებისათვის, რადგან მათ ერთი-ორი დღის მძიმე დიარეის ფონზე უკვე გაუწყლოების, ანუ დეჰიდრატაციის ნიშნები უვითარდებათ. ბავშვებში დეჰიდრატაციის ნიშნებია:
მსუბუქი ხარისხის გაუწყლოების მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზეც შესაძლებელია. მკვეთრად გამოხატული გაუწყლოების მკურნალობა კი აუცილებელია საავადმყოფოში (სტაციონარში). დიარეის მკურნალობის პრინციპები იმის გამო, რომ წყლისა და მარილების კარგვა გართულებების ძირითადი მიზეზია, შესაბამისად, მკურნალობის აქცენტი ამ დანაკარგის შევსებისკენ უნდა იყოს მიმართული. მძიმე დიარეის დროს გაუწყლოების ერთერთი მაჩვენებელი შარდის რაოდენობის შემცირებაა. წყლის დანაკარგი შევსებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ სავარაუდოდ მაშინ, როცა შარდის რაოდენობა აშკარად მოიმატებს მკურნალობამდე დაფიქსირებულ რაოდენობასთან შედარებით. მოზრდილ ადამიანს ამისათვის დღეში დაახლოებით 3 ლიტრი სითხე სჭირდება, ბავშვს კი 1 ლიტრამდე. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ:
თუ ექიმის მიერ ბინაზე დანიშნული მკურნალობის მიუხედავად ავადმყოფის მდგომარეობა 3 დღის განმავლობაში არ უმჯობესდება, კვლავ გამოიძახეთ და მის მოსვლამდე გააგრძელეთ სითხის მიცემა. ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციების დროს შესაძლოა დაავადება დამძიმდეს და აუცილებელი გახდეს დამატებითი მკურნალობის ჩართვა, რაც მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. დიარეიანი ავადმყოფის კვება მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ დიარეიან ავდმყოფს საკვები არ უნდა მივცეთ. ფაღარათის და ღებინების შედეგად ადამიანი კარგავს აუცილებელ ნივთიერებებს, რასაც დაუყოვნებლივ შევსება სჭირდება. პირველ დღეებში მას ხშირად და მცირე პორციებით უნდა მივცეთ ის საკვები, რომელიც არ გამოიწვევს ფაღარათის გაძლიერებას. გარდა ამისა, დიეტის დანიშვნისას უნდა გავითვალისწინოთ ფაღარათის გამომწვევი მიზეზი. ამიტომ, ავადმყოფის კვების რეჟიმი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. სასარგებლოა:
მოერიდეთ შემდეგ პროდუქტებს, რადგან მათ შეიძლება გააუარესონ დიარეა:
მდგომარეობის გაუმჯობესების და დიარეის შეჩერების შემდეგ ავადმყოფს ნელ-ნელა უნდა აღვუდგინოთ სრულფასოვანი კვება. დიარეით დაავადებული ბავშვის მკურნალობა ბინაზე: 1. ბავშვმა სითხეების ჩვეულზე მეტი რაოდენობა უნდა მიიღოს:
2. მიეცით ბავშვს საკვები საკმარისი რაოდენობით:
3. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ მკურნალობის ფონზე 3 დღის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან მას გამოუვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანთაგანი:
გახსოვდეთ, რომ ბავშვების მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია, რადგან დიარეა სწრაფად იწვევს გართულებებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იგივე წამლების გამოყენება, რასაც მოზრდილებს აძლევენ. რა რაოდენობით უნდა მიიღოს ავადმყოფმა ორს ხსნარი?
ორს მოცულობა მკურნალობის პირველი 4-6 საათის განმავლობაში დამატებითი რჩევები დედებს: როგორ მოვიქცეთ, თუ:
დიარეა თავისითაც კი შეიძლება შეჩერდეს რამდენიმე დღეში, თუ სწორად მოვუვლით მას. ფაღარათი მხოლოდ სიმპტომია. მას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. “დიარეის საწინააღმდეგო წამლები" როგორც წესი, უეფექტოა და ხანდახან გვერდით მოვლენებსაც იწვევს. მიმართეთ ექიმს, უთხარით რა სითხის მომზადება შეგიძლიათ ბინაზე და ის შეგირჩევთ ბავშვისთვის შესაბამის სასმელს. ღებინების შემდეგ შეასვენეთ ბავშვი 10 წუთით და უფრო ნელა და მცირე პორციებით გააგრძელეთ სითხის მიცემა, რადგან კუჭის სითხით გადავსებამ თავისთავადაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინება. თუ ბავშვს სითხე აკლია, ჩვეულებრივ, მას სწყურია და წყალს ითხოვს. თუ ბავშვს არ მოსწონს სითხის გემო, მის გასაუმჯობესებლად დაუმატეთ რომელიმე ბუნებრივი არომატიზატორი, მაგალითად ხილის წვენი, მურაბა და ა. შ. თუ ბავშვი თავიდან კარგად სვამს სითხეს, შემდეგ კი უარს გეუბნებათ, ეს ნიშნავს, რომ მიცემული სითხე ამ ეტაპზე საკმარისია და სითხის მიცემა განაახლეთ, როცა ბავშვი უარს აღარ გეტყვით სითხის მიღებაზე ან ამას თვითონვე მითხოვს. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვი შეიძლება სითხეს ვერ იღებდეს მძიმე გაუწყლოების დროსაც (ძლიერი საერთო სისუსტის ან გონების დაბინდვის გამო), რაც დაუყოვნებლივ ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს გაგითავდათ ორს პაკეტები: გააგრძელეთ ბავშვისთვის სახლში მომზადებული სითხეების მიცემა. შესაძლებელია ორს-თან მიახლოებული შემადგენლობის ხსნარის დამზადება ოჯახურ პირობებშიც - 1 ლიტრ გადადუღებულ წყალში უნდა გავხსნათ: 2 სუფრის კოვზი შაქარი, ერთი მეოთხედი ჩაის კოვზი სუფრის მარილი, ერთი მეოთხედი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურთა დიარეა? მოგზაურებს დიარეა ემართებათ მაშინ, თუ მიირთვეს ბაქტერიებით ან ვირუსით დაბინძურებული და/ან მათთვის მეტად უცხო და უჩვეულო საკვები. მის თავიდან ასაცილებლად დაიცავით შემდეგი მარტივი წესები:
უსაფრთხოდ შეგიძლიათ მიირთვათ ქარხნულად დამზადებული ბოთლის სასმელი წყალი; გაზიანი წყლები, ცხელი სასმელები: ყავა, ჩაი; კარგი იქნება, თუ გამგზავრების წინ მიიღებთ რჩევა-დარიგებას თქვენი ექიმისაგან. გახსოვდეთ:
- დიარეა გაგრძელდა 4 დღეზე მეტს და არ შეიმჩნევა გაუმჯობესება; - გამოჩნდა გაუწყლოების ნიშნები, მაღალი ცხელება, სისხლიანი, ჩირქიანი ან შავი განავალი.
ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით. |