ათეროსკლეროზი

დიახ, ნუ გაგიკვირდებათ, ზუსტად ნაღმებზე გვექნება საუბარი. იმ ნაღმებზე, რომელთაგან ერთ-ერთის მსხვერპლი ხდება ადამიანთა უმრავლესობა, იმ ნაღმებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ინვალიდობასა და სიკვდილს, იმ ნაღმებზე, რომლებიც ჩვენი სისხლძარღვების კედლებშია მოთავსებული და მათი რაოდენობა ბავშვობის ასაკიდან თანდათან მატულობს.

ახლავე აგიხსნით რომელ ნაღმებზეა საუბარი.

ჩვენი ორგანიზმი უამრავი დიდი და მცირე სისხლძარღვითაა დაფარული. ეს ქსელი ყოველი უჯრედის კვებასა და სუნთქვას ემსახურება. მის რომელიმე ნაწილში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა, ან შეფერხება, შესაძლოა იმ ორგანოსა და მთელი ორგანიზმისათვის კატასტროფული იყოს.

სისხლში ცხიმოვანი კრისტალების სიჭარბე იწვევს სისხლძარღვების კედლის სხვადასხვა უბნების "გაცხიმოვნებას"- ე.წ. "ათერომების", ანუ "ათეროსკლეროზული ფოლაქების" წარმოქმნას. ისინი თვითონვე ავიწროვებენ სისხლძარღვის სანათურს, მაგრამ, ამას გარდა, შესაძლოა ჩამოიფცქვნან, დაწყლულდნენ და დაითრომბონ, რაც სისხლის მომოქცევას კიდევ უფრო აუარესებს.

სწორედ ეს ათერომებია ის ნაღმები, რომელთა მოგვიანებულმა ამოქმედებამ შესაძლოა შეიწიროს გული, ტვინი, თირკმელები, კიდურები და მრავალი სხვა ორგანო.

ჩვენი სისხლძარღვების ქსელის "დანაღმვას" ათეროსკლეროზი ჰქვია.

გაინტერესებთ, თუ ვინ არის დამნაღმავი?

მთავარი მენაღმე თქვენ ბრძანდებით, ჩვენო მეგობარო, თქვენს ხელთაა დანაღმვაცა და განაღმვაც!

ალბათ, გსმენიათ: "მავანს და მავანს სისხლში ქოლესტერინი მოემატაო!".

სწორია არა ქოლესტერინი, არამედ - ქოლესტეროლი!

ქოლესტეროლი ზუსტად ის &ქუოტ;ცუდი&ქუოტ; ცხიმოვანი კრისტალებია, რომლებიც ლაგდებიან სისხლძარღვის კედელზე და ქმნიან ათეროსკლეროზულ ფოლაქებს.

სისხლში ქოლესტეროლის კონცენტრაცია, ნორმის შემთხვევაში, 5,2 მმოლ/ლ (200 მგ%) -ზე ნაკლები უნდა იყოს, 5,2-დან 6,4 მმოლ/ლ-მდე (200 მგ% - 250მგ%) კონცენტრაცია საშუალოდ მომატებულად ითვლება, ხოლო 6,4 მმოლ/ლ (250 მგ%) და მეტი - ძლიერ მომატებულად.

ათეროსკლეროზთან ბრძოლა დიეტის დაცვითა და მედიკამენტებითაა შესაძლებელი!

დიეტის დაცვა ორი საფეხურისგან შედგება:

პირველ საფეხურზე საჭიროა საკვების საერთო ენერგეტიკულ ღირებულებაში ცხიმების შემცველობის დაკლება 30%-მდე. მათ შორის, ნაჯერი (ცხოველური) ცხიმი 10%-მდე უნდა იყოს, ანუ ქოლესტეროლის დღიური დოზა უნდა შემცირდეს 300 მგ-მდე.

პირველი ეტაპის წარუმატებლობის შემთხვევაში საჭიროა ნაჯერი ცხიმების შეზღუდვა 7%-მდე, ანუ ქოლესტეროლის დღიური დოზის შეზღუდვა 200 მგ-მდე.

სამწუხაროდ, ქოლესტეროლი "გემრიელია"! ის ჭარბად შედის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა: ცხიმიანი ხორცი, შაშხი, ძეხვეული, კარაქი, არაჟანი, ნაღები და ა. შ.

სისხლში ქოლესტეროლის შემცველობის დასაქვეითებლად გირჩევთ ე.წ. &ქუოტ;ხმელთაშუა ზღვის დიეტას":

შეამცირეთ ცხიმების მიღება:

აირჩიეთ უცხიმო, მჭლე ხორცი

მიირთვით თევზეული, ფრინველის კანგაცლილი, მჭლე ხორცი.

კარაქის მაგივრად გამოიყენეთ მარგარინი.

საკვები დაამზადეთ მცენარეულ ზეთზე (მზესუმზირის, ზეითუნის, სიმინდის, სოიას).

შეზღუდეთ შაშხი, ძეხვეული, შებოლილი ხორცი.

შეზღუდეთ ნაღები, არაჟანი, მაიონეზი, არჩიეთ მაწონი, იოგურტი, უცხიმო ყველი და რძე.

შეზღუდეთ ნამცხვარი, შოკოლადი.

საკვებ რაციონში გაზარდეთ უჯრედისის შემცველობა - მიირთვით ბოსტნეული, მწვანილეული, ხილი.

შეზღუდეთ შაქრისა და მარილის მიღება.

(იხილეთ დამატებითი ინფორმაცია "გენეზისი"-ს ბროშურაში "სამკურნალო კვება ათეროსკლეროზის დროს")

და კიდევ, გახსოვდეთ!

ეკლესიური მარხვა რგებს თქვენს სულსაც და სხეულსაც!

ნუთუ მხოლოდ კვებაზეა დამოკიდებული ათეროსკლეროზის განვითარება? რა თქმა უნდა - არა. მას ხელს უწყობენ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი რისკის ფაქტორები: მემკვიდრეობა, ასაკის მატება, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, სიმსუქნე, სისხლის მაღალი წნევა.

პირველი ორის გარდა თქვენ ყველა ფაქტორის მოცილების შანსი გაქვთ, თუ:

უარს იტყვით თამბაქოსა და ჭარბ ალკოჰოლზე.

დაიწყებთ ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას.

მოიწესრიგებთ წონასა და სისხლის წნევას.

მოიწესრიგებთ შაქრიან დიაბეტს.

(იხილეთ დამატებითი ინფორმაცია "გენეზისი";-ს ბროშურაში "გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები")

კიდევ ერთი პრაქტიკული რჩევა: წელიწადში ერთხელ მაინც გაიკონტროლეთ სისხლში ქოლესტეროლის შემცველობა,

თუ:

სისხლში ქოლესტეროლის მატება დაგიფიქსირეს,

გაქვთ გულის იშემიური დაავადება,

ზემოთ ჩამოთვლილი რისკის ფაქტორებიდან გაქვთ ორი ან მეტი ფაქტორი, სასურველია:

ქოლესტეროლის დონე შეიმოწმოთ წელიწადში ორჯერ მაინც.

პირველად დაფიქსირებული მაღალი ციფრი ხელმეორედ შეიმოწმოთ რამდენიმე დღეში.

გადამოწმებისას, ქოლესტეროლის მაღალი დონის განმეორებითი დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართოთ ექიმს

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association